სებ-ი საერთაშორისო რეზერვების შევსებას გააგრძელებს და 2026 წლის ბოლოს მისი მოცულობა 7 მლრდ დოლარს მიაღწევს. ამის შესახებ Galt & Taggart-ი პროგნოზირებს.
როგორც ორგანიზაციის ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერია, 2026 წლის მარტში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 46.5%-ით გაიზარდა და 6.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
"წინა თვესთან შედარებით მარტში რეზერვები 5.2%-ით შემცირდა (-343.4 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების თვიური შემცირება უკავშირდება მონეტარული ოქროს ღირებულების შემცირებას (-140.9 მლნ აშშ დოლარი თ/თ), ასევე, მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს და სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 27 აპრილს).
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მარტის მდგომარეობით, მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.7%-ს შეადგენს", - ნათქვამია მიმოხილვაში.













