აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი სირიას 2025 წლის 1 აგვისტოდან ქვეყნის სამხრეთით მდებარე თურქეთის კილისის პროვინციის გავლით მიეწოდება.

როგორც Oxu.Az თურქულ გამოცემა Yeni Şafak-ზე დაყრდნობით იტყობინება, საწყის ეტაპზე, სირიის ალეპოსა და ჰომსის პროვინციებში ელექტროენერგიის წარმოებისთვის 1.2 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი იქნება გამოყენებული.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული პროექტი ხელს შეუწყობს სირიის დანგრეული ელექტროინფრასტრუქტურის აღდგენას და ამავდროულად კიდევ ერთხელ დაადასტურებს თურქეთის, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ცენტრის სტატუსს.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს, სირიის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას, აზერბაიჯანში გარდამავალი პერიოდის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (SOCAR) და სირიის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.