ეროვნული ბანკს არ შეუცვლია მონეტარული პოლიტიკა და საკმაოდ ფრთხილი იყო. მათთვის ასეთი სტრატეგია საკმაოდ გონივრულია ასეთი სიტუაციიდან გამომდინარე. მათ აქვთ გარკვეული სიგნალი იმასთან დაკავშირებით, რომ შეუძლიათ მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრონ, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ენდრიუ ჯუველიმ გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისი თქმით, თუ ახლო აღმოსავლეთში ომი გაგრძელდება, შესაძლებელია ინფლაციური მაჩვენებელი გაიზარდოს.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეკონომიკის პერფორმანსი საკმაოდ ძლიერია მიუხედავად იმისა, რა ხდება ახლა ახლო აღმოსავლეთში. ორი თვის განმავლობაში, ეკონომიკა 8.5%-ით გაიზარდა. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ზეგავლენას ტურიზმის სექტორზე, სასტუმროებში გაუქმდა ჯავშნები გაუქმებული ფრენების გამო და ეს სავარაუდოდ, ინფლაციაზე გავლენას იქონიებს.  უფრო მაღალი ფასით იმპორტირებული სურსათი და ნავთობიც  შესაძლოა  გახდეს ინფლაციაზე გავლენის მიზეზი.  მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ირანის ომის გავლენა საქართველოზე მაინც და მაინც დიდი არ არის და საქართველო სიტუაციას ძალიან კარგად ართმევს თავს.

ჩვენ ვხედავთ გარკვეულ შენელებას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით - 7.5% იყო წინა წელს და 5.3%-მდე მიგრირებს, რაც საკმაოდ მაღალია. ზრდის ტრენდი 5%-ია და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკური ზრდა 5%-ზე მაღალი იქნება. 

ჯერ არ გვინახავს, მაგრამ შესაძლებელია დავინახოთ ინფლაციის უფრო მეტად ზრდა სურსათისა და ნავთობის ფასის ზრდიდან გამომდინარე. ამ ეტაპისთვის ეროვნული ბანკისგან ასეთი პოზიცია არის საკმაოდ გონივრული. სიგნალის შემთხვევაში კი, ინფლაციის მაჩვენებელი სავარაუდოდ, გაიზრდება", - აცხადებს ენდრიუ ჯუველი.

მანვე აღნიშნა, რომ ამჟამად ეროვნული ბანკის რეზერვები ადეკვატურ დონეზეა.

"საიდუმლო არ არის, რომ რეზერვების დონესთან დაკავშირებით შეშფოთება გამოვხატეთ. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა რეზერვები, როდესაც ლარის კურსს იცავდა, თუმცა, ამის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ მნიშვნელოვანი შესყიდვები გააკეთა და ახლა რეზერვები რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.

ამჟამად, ჩვენ ეროვნული ბანკის რეზერვებს ადეკვატურ დონეზე ვაფასებთ. გარკვეული შეთანხმება იქნა მიღწეული იმასთან დაკავშირებით, რომ ეროვნულ ბანკს შეუძლია უფრო მეტი რეზერვების აკუმულირება, რომ უფრო უსაფრთხოდ იყოს, თუმცა ამ ეტაპზე შეფასებაა, რომ ეს ადეკვატურ დონეზეა", - აცხადებს ენდრიუ ჯუველი.

წყარო: BP.GE