აშშ-ის სენატორმა ლინდსი გრეჰემმა (რესპუბლიკელი სამხრეთ კაროლინიდან) გამოაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმები, დააწესოს 100%-იანი ტარიფები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ.
„ტრამპი ტარიფებს დაუწესებს მათ, ვინც რუსულ ნავთობს ყიდულობს. ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია - ეს ქვეყნები ყიდულობენ იაფი რუსული ნავთობის დაახლოებით 80%-ს. პრეზიდენტი ტრამპი ყველა ამ ქვეყანას 100%-იან ტარიფებს დაუწესებს“, - განაცხადა მან Fox News-თან ინტერვიუში.
გრეჰემის თქმით, ამ ქვეყნებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება ამერიკის ეკონომიკასა და რუსეთს შორის.