საქართველოში ლიდერმა საინვესტიციო ბანკმა – გალტ & თაგარტმა – კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა: ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ მას ქვეყანაში  2025 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკისჯილდო გადასცა.

აღნიშნული ტიტული გალტ & თაგარტმა Euromoney’s Awards for Excellence-ის დაჯილდოების ფარგლებშიმიიღო. იგი გლობალური საბანკო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებად ითვლება.

გალტ & თაგარტისთვის აღნიშნული ჯილდოს მინიჭება დაეფუძნა საერთაშორისო სტანდარტებითშესრულებულ შეფასებებს, სადაც განხილული იყო ბანკის ბაზრის წილი, განხორციელებული გარიგებებისმასშტაბი და სიხშირე, ინოვაციური პროდუქტები, მომხმარებლებზე მორგებული სერვისები და რეპუტაციაადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე.

„ეს ჯილდო ძლიერი გუნდის, მომხმარებელთა ნდობისა და იმ მუდმივი განვითარების შედეგია, რომელიცბოლო ერთი წლის განმავლობაში განვიცადეთ. განსაკუთრებით ვამაყობთ იმ პროექტებით, რომლებიცადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას ემსახურება, მათ შორისაა პროგრამა CMS, რომელსაც ამჯერად, საქართველოს შემდეგ, სომხეთში ვახორციელებთ. ამასთან ერთად, მნიშვნელოვან ინოვაციებსვნერგავთ საცალო მიმართულებით – მაგალითად, GT Trader-ის განახლებული პლატფორმა მომხმარებლებსუფრო მეტ საფონდო ბირჟაზე  უხსნის წვდომას. ჩვენ ვამაყობთ, რომ ბაზრის მონაწილეებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაშიც ვეხმარებით – ამისთვის მუდმივად ვაძლიერებთ კვლევით მიმართულებას, რათა ბიზნესსა თუ ფართო საზოგადოებას მაღალი ხარისხის სექტორული ანგარიშები გავუზიაროთ. რაც მთავარია, მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს, რადგან აღნიშნული ჯილდო მათი ძალისხმევის შედეგია“, - აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.

ინფორმაციისთვის, უკვე 30 წელზე მეტია, რაც Euromoney გამოარჩევს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებმაცგამორჩეულობითა და ინოვაციური მიდგომებით ფინანსურ ინდუსტრიაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება შეძლეს. დღეს ჯილდო “Euromoney’s Awards for Excellence” სექტორისთვის გლობალურად აღიარებულ სტანდარტსა და საორიენტაციო ნიშნულს წარმოადგენს.