რისთვის დაიჭირეს ნათია ჯანაშიას ქმარი - დავით ცეცხლაძის პატიმრობის ისტ...
კრიმინალური ხასიათის
კეისების ახლადაღმოჩენილ
გარემოებებამდე,
მონიტორინგის სამსახურის
ინტერესის საგანს არ
წარმოადგენდა ნათია
ჯანაშიას ქმარი.რამდენიმე
უმძიმესი კეისის
დაგროვების შემდეგ,
მონიტორინგის სამსახურის
საძიებო ველში დავით
ცეცხლაძეც მოხვდა და
მედიაში გავრცელებულ
მასალებიდან ჩვენ
ყურადღება დიდი ოდენობით
ქრთამის მიცემის ფაქტზე,
ნათია ჯანაშიას ქმრის
დაკავებისა და
საპატიმროში გამწესებაზე
გავამახვილეთ.საჯარო
ინტერესის პარალელურად,
ჩვენ შევეცდებით უფრო მეტი
ფაქტი მოვიპოვოთ და
მივაწოდოთ საზოგადოებას
დავით ცეცხლაძის
დაპატიმრების
ფაქტისშესახებ“, - ამბობს
აფბას ანალიტიკური ჯგუფის
წევრი, ბაჩანა ჯინჭარაძე,
რომელმაც აღნიშნულ
თემასთანდაკავშირებით
ჩვენს რამდენიმე შეკითვას
უპასუხა.- ბაჩანა, ბოლო
პერიოდში, აფბას
მონიტორინგის სამსახურის
მიერ გავრცელებული
ინფორმაციის საფუძველზე,
ცნობილი გახდა, რომ ნათია
ჯანაშიას ქმარი, დავით
ცეცხლაძე, რომელიც
„ბრიტანულ-ქართული
აკადემიის“ კეისის ძალიან
ბევრ ეპიზოდში ფიგურირებს,
წარსულში ქრთამის მიცემის
ფაქტზე იყო ნასამართლევი.
უფრო მეტი რომ მოყვეთ ამ
ფაქტის შესახებ.- აფბას
მონიტორინგის ჯგუფის
ინტერესის არეალში ეს
ფაქტი ბუნებრივად მოექცა,
როგორც კი მონიტორინგის
სამსახურმა იმ მედია
წყაროებს მიაკვლია,
საიდანაც ვიგებთ, რომ
დაახლოებით 15 წლის წინ,
უფრო ზუსტად კი 2011 წელს,
სააკაშვილის ხელისუფლების
დროს, ნათია ჯანაშიას
ქმარი, დავით ცეცხლაძე
სისხლის სამართლის მუხლით
გასამართლდა. ბრალი მას
ქრთამის მიცემაში
დაედო.მაშინ იგი
„კავკასიის აკადემიურ
ცენტრს“ ხელმძღვანელობდა,
რომელმაც დიდი
ბრიტანეთიდან ათეულობით
ათასი სახელმძღვანელო
შემოიტანა შემდგომში
საქართველოს სკოლებში
მისი გავრცელებისმიზნით.
ამ მიზნის მიღწევას
ესაჭიროებოდა
სახელმძღვანელოსთვის
სათანადო გრიფის მინიჭება
საქართველოს განათლების
სამინისტროს მიერ და
სწორედ სამინისტროს
მაღალჩინოსნის მოსყიდვის
მცდელობაში დაედოთ ბრალი
დავით ცეცხლაძეს და მის
პარტნიორს. ციხეში მათ 1
სრული წელი გაატარეს და
მხოლოდ ხელისუფლების
ცვლილების შემდეგ, ბიძინა
ივანიშვილის მთავრობის
პირობებში
გათავისუფლდნენ.ნათია
ჯანაშია და დავით ცეცხლაძე
პატიმრობის საკითხს
აღწერენ 2024 წლის 20 მარტს
ბიძინა ივანიშვილის
მიმართ გამოქვეყნებულ ღია
წერილში, სადაც არ მალავენ
მადლიერებას არსებული
ხელისუფლების მიმართ,
რადგან როგორც წერილშია
აღნიშნული: „2011 წელს
სააკაშვილის
მართლმსაჯულებამ, როგორც
ასიათასობით სხვა
უდანაშაულო ადამიანი,
გამოგონილი ბრალდებით
გამასამართლა მე, დავით
ცეცხლაძე და ჯოჯოხეთურ
ციხეში მამყოფა ერთი წლის
განმავლობაში. ციხეში
გაუსაძლის პირობებში
ყოფნის გამო შემექმნა
ჯანმრთელობის პრობლემები.
გარდა ამისა, სააკაშვილის
რეჟიმმა ჩვენს ოჯახს
წაართვა დიდძალი თანხა და 15
წლის განმავლობაში
ნაშენები სამი ბიზნესი.
ხელისუფლებაში ქართული
ოცნების მოსვლამ კი
გაგვიჩინა იმედები, რომ
ნაციონალური მოძრაობის
წარმომადგენლები
ვეღარასდროს გაბედავდნენ
ბიზნესის რეკეტს,
ადამიანთა წამებასა და
მკვლელობას”.გადის სულ
რაღაც 1 წელიწადი და ნათია
ჯანაშიას და მის ქმარს
ბრიტანულ სასამართლოში
შეაქვთ სარჩელი
ინვესტორის წინააღმდეგ.
ერთი შეხედვით,
ჩვეულებრივი ამბავია ხომ,
როდესაც ერთი აქციონერი
გარკვეული უთანხმოების
გამო მეორეს უჩივის. მაგრამ
ჯანაშია-ცეცხლაძის
სარჩელი ლონდონში
მკვეთრად გამოხატულ
ანტისახელისუფლებო
ხასიათს ატარებს და
პირდაპირ მიმართულია
ბიძინა ივანიშვილისა და
ირაკლი კობახიძის
წინაღმდეგ. ცოლ-ქმარი
ბიძინა ივანიშვილს
ოლიგარქად მოიხსენიებენ,
რომელმაც ევროპის გზიდან
რუსეთისკენ გადაუხვია,
ხოლო „ქართული ოცნების“
მთავრობას და ასევე
სასამართლო ხელისუფლებას
კორუმპირებულად და
მიკერძოებულად
ასახელებენ, სადაც
სამართალის მიღწევა
შეუძლებელია. თან ეს
ყველაფერი ხდება
ანტისახელისუფლებო
მიტინგებისა და
ხელისუფლების ძალადობრივი
შეცვლის მცდელობის
ფონზე.ამ სარჩელით
ყველაფერი თავის ადგილზე
დგება - ბლეფი, რომელსაც
ჯანაშია-ცეცხლაძე
ივანიშვილისადმი
მიმართვაში ათამაშებდა,
სრულად გაიშიფრა და მათი
მიზნების რეალური სურათიც
მკაფიოდ გამოჩნდა.-
სააკაშვილის ხელისუფლების
პერიოდში, ბიზნესმენების
ინკრიმინირება ხშირად
ხდებოდა. როგორ ფიქრობთ,
ხომ არ იყო დავით ცეცხლაძეც
ამ მახინჯი პრაქტიკის
მსხვერპლი?- რაიმეს
ხელაღებით მტკიცება
გამიჭირდება. შემიძლია
მხოლოდ არსებულ მასალებში
დაფიქსირებულ ფაქტების
ანალიზი შემოგთავზოთ.
ფაქტი, რომელსაც აქამდე
არავინ უარყოფს, ასეთია:
ნათია ჯანაშიას ქმარს
სასწავლო ლიტერატურა
წინასწარ ჰქონდა შეძენილი
და ქვეყანაში
იმპორტირებული, რის
შემდეგაც ცდილობდა
ოფიციალური ნებართვის
(გრიფის) მოპოვებას, რომ
წიგნები სასწავლო
პროცესში ჩართულიყო.ღია
წყაროებზე დაყრდნობით
შეიძლება ითქვას ისიც, რომ
დავით ცეცხლაძესა და მის
პარტნიორს ათეულობით
ათასი სახელმძღვანელოს
იმპორტისთვის საჭირო
სოლიდური დანახარჯი უკვე
გაწეული ჰქონდათ და ეს
წიგნები უკვე
საქართველოში იყო
დასაწყობებული.დაკავების
შემდგომ, ბრალდების მხარე
ამტკიცებდა, რომ ადგილი
ჰქონდა ქრთამის გადაცემას,
ხოლო თავად დავით ცეცხლაძე
აცხადებდა, რომ იგი
შანტაჟისა და თანხის
გამოძალვის მსხვერპლი
გახდა. აქ ჩანს, რომ თანხა,
რომელზეც ორივე მხარე
საუბრობს, რეალურად
ცეცხლაძეს და მის
პარტნიორს სამინისტროში
მიტანილი ჰქონდათ.- რა
გარანტია ჰქონდა დავით
ცეცხლაძეს, როცა ათასობით
სახელმძღვანელოს წინასწარ
ყიდულობდა უცხოეთში და
ქვეყანაში შემოჰქონდა?
გრიფს თუ ვერ მიიღებდა, რა
ბედი ეწეოდა დახარჯულ
სახსრებს? თუ „გარანტია“
ჰქონდა, მაშინ რატომ არ
იმუშავა ამ „გარანტიამ“?-
არ ვიცი და ვერ გეტყვით,
რადგან ისეთ რისკზე,
როგორზეც დავით ცეცხლაძე
წავიდა, ალბათ გარკვეული
„გარანტიები“ სჭირდება.
ვერ წარმომიდგენია, როგორ
უნდა გარისკო და
მილიონობით ლარის
საქონელი შემოიტანო
ქვეყანაში, როდესაც
ტენდერიც არ იყო
ჩატარებული და „გრიფიც“
გარანტირებული არ არავის
ჰქონდა. ამ საქმის ეს
ნაწილი ბუნდოვანებით არის
მოცული.ამიტომ ამ კითხვაზე
პასუხის მოძებნა უპრიანი
ისევ იმ პერიოდის პრესაშია,
საიდანაც ვიგებთ, რომ ბოლოს
სამინისტრომ სხვა
გამომცემლობასთან, კერძოდ
კი გამომცემლობა
„მაკმილანთან“ გააფორმა
ჯერ მემორანდუმი, რომლის
შინაარსიც გაასაიდუმლოვა,
ხოლო შემდგომში გრიფიც ამ
გამომცემლობის მიერ
შემოტანილ
სახელმძღვანელოს მიანიჭა.
მედია ამბობდა, რომ
„მაკმილანი“ მინისტრ
შაშკინის მფარველობით
სარგებლობდა. როგორც
ირკევევა, საკითხთან
დაკავშირებით, მინისტრ
შაშკინთან შეხვედრა დავით
ცეცხლაძეს ჰქონია და მას ამ
შეხვედრის ფარული
ვიდეო-აუდიო ჩაწერაც
მოუხერხებია და შემდგომ ამ
ჩანაწერების გამოყენებას
თავის გასამართლებელ
არგუმენტადაც
ცდილობდა.იკვეთება, რომ
დავით ცეცხლაძის
სინდიკატს „აჯობა“ სხვა
სინდიკატმა, შესაძლოა,
მინისტრ შაშკინის
მონაწილეობითაც კი.
მედიაში იწერებოდა, რომ
დავით ცეცხლაძე
სამინისტროს შენობაში
გადასაცემი ქრთამით, თუ არ
ვცდები, 50 000 აშშ დოლარით
ხელში დააკავეს. დავით
ცეცხლაძის ოფიციალური
კრიმინალური კარტოთეკა ამ
ისტორიით იწყება და
შემდგომ უკვე
„ბრიტანულ-ქართულ
აკადემისთან“
დაკავშირებული
კრიმინალური ელფერის
მქონე ეპიზოდებით
გრძელდება.- რა ეპიზოდებზე
საუბრობთ, ისევ დიდი
ოდენობით ქრთამის
გადაცემაზეა საუბარი?- ახალ
ეპიზოდებში ქრთამის
გადაცემას არ ჰქონია
ადგილი. თუმცა, ეპიზოდი
რამდენიმეა და თითოეული
მათგანი საკმაოდ მძიმე
შთაბეჭდილებას ტოვებს და
სავარაუდოდ, მძიმე
შედეგებით შეიძლება
დასრულდეს.სისხლის
სამართლის ხაზით არსებული
ფაქტობრივად, მთავარი
ეპიზოდია საქმე, რომელსაც
ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახური
იძიებს და სადაც ნათია
ჯანაშიას დირექტორობის
პერიოდში (დავით ცეცხლაძეც
მენეჯმენტში იყო და 500 000
ლარიანი ხელფასი ქონდა)
გაფლანგულ, ჯამში 4 მილიონ
აშშ დოლარზეა საუბარი. ამ
თემაზე არც ნათია ჯანაშია
და არც მისი ქმარი, დავით
ცეცხლაძე, საგნობრივად არ
საუბრობენ. ლისის კამპუსის
მშენებლობა დაგეგმილზე
3-ჯერ ძვირი დაჯდა და სწორედ
ამ ზედმეტობის
გაფლანგვა-მიტაცებაზეა
სისხლის სამართლის საქმე
აღძრული.კრიმინალური
ელფერისაა ფაქტი, რომელიც
2025 წლის 12 დეკემბერს „ბრიტიშ
ეირვეიზის“ ბორტზე მოხდა,
როცა ავიაკომპანიის
უსაფრთხოების სამსახურმა
საქმის წარმოება დაიწყო
დავით ცეცხლაძის მხრიდან
ინვესტორის
წარმომადგენლების მიმართ
ფიზიკური და სიტყვიერი
შეურაცხყოფის ფაქტზე.
მორიგი ეპიზოდია 2026 წლის 13
მარტს „ბრიტანულ-ქართული
აკადემიის“ აქციონერთა
რიგგარეშე კრებაზე
მომხდარი ძალადობრივი
ინციდენტი, როცა ნათია
ჯანაშიასა და მისი ქმრის
მხრიდან არასათანადო
ქცევასთან ერთად
დაფიქსირდა „საქართველოს
განათლების ჯგუფის“
თანამშრომლების
წინააღმდეგ შეურაცხყოფისა
და მუქარის ფაქტები.როგორც
ირკვევა, ნათია ჯანაშიას
ქმარი სიცოცხლის მოსპობით
დაემუქრა „საქართველოს
განათლების ჯგუფის“
თანამშრომლებს. უნდა
აღინიშნოს, რომ მუქარის
ადრესატი ერთ-ერთი
თანამშრომელი ორსულად
იყო.მუქარის ამ ფაქტზე
პოლიციაში დაწყებულია
გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 151-ე
მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და
„გ“ ქვეპუნქტებით - მუქარა
სიცოცხლის მოსპობით
ჯგუფურად. ეს ბრალი, მისი
დამტკიცების შემთხვევაში,
ისჯება თავისუფლების
აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ამ ფაქტის შესახებაც
საჯაროდ, მედიით გახდა
ცნობილი. კრიმინალური
ინციდენტის გასაჯაროებას,
ნათია ჯანაშიას ქმრის
მხრიდან სიძულვილის ენითა
და ბულინგის ფორმით
გამოხმაურება და
ძალადობრივი შინაარსის
კომენტარები მოყვა.
1786954972