საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ივლისში სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად საერთაშორისო რეზერვები 488.2 მილიონი აშშ დოლარით გაზარდა. შედეგად, ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ ივლისის მდგომარეობით 7.5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ივლისში სების მიერ განხორციელებულმა ჯამურმა წმინდა შესყიდვებმა 2.57 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
კერძოდ, მიმდინარე წლის განმავლობაში სავალუტო ბაზარზე სებ-ის Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ოპერაციები ასე გამოიყურება:
- იანვარი — წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი;
- თებერვალი — წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი;
- მარტი — წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი;
- აპრილი — წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი;
- მაისი — წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი;
- ივნისი — წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი;
- ივლისი — წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ აშშ დოლარი.
ეროვნული ბანკის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტიაა. შესაბამისად, სებ-ის პოლიტიკის მიხედვით, როდესაც სავალუტო ბაზარზე შესაბამისი შესაძლებლობა არსებობს, ბანკი საერთაშორისო რეზერვების შევსებას ახორციელებს.
სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების განახლებული მონაცემები 2026 წლის 25 სექტემბერს გამოქვეყნდება.












