„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სწორედ ამ მიანს ემსახურება ფინანსური ინსტიტუტის მიერ შქმნილი ონლაინ პლატფორმა www.businesscourse.ge, სადაც მეწარმეებისა და სტარტაპების საჭიროებებზე მორგებული კურსები მეწარმეებს ბიზნესის მართვის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში ეხმარება.

მათ შორისაა:

მდგრადი ეკონომიკა

კურსი მდგრადი პრაქტიკების დანერგვის მნიშვნელობასა და სარგებელზეა ფოკუსირებული. კურსის მონაწილეები საერთაშორისო გარემოსდაცვით სტანდარტებსა და რესურსების ოპტიმიზაციის შესაძლებლობებს გაეცნობიან, ამასთანავე გაიგებენ, როგორ შეიძლება მწვანე მიდგომამ კომპანიას გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებაში შეუწყოს ხელი. კურსის ავტორია მწვანე ეკონომიკის ექსპერტი - ოთარ ანთია.

ეწვიეთ კურსს ამ ბმულიდან.

როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება

ამ კურსის გავლის შემდეგ, მონაწილეები რისკების შეფასებას, კონკურენტული გარემოს ანალიზს, გრანტის განაცხადების ფორმირებას და ბიზნესპროექტის სწორად წარდგენას ისწავლიან. კურსის ავტორია ლარისა პატარაია, საკონსულტაციო კომპანია Start – Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი.

გაიგეთ მეტი ამ კურსზე ბმულიდან.

კონტენტის მენეჯმენტი

სწორად დაგეგმილი კონტენტ სტრატეგია ბრენდის ცნობადობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. კურსის ფარგლებში მეწარმეები კონტენტის ფორმატებსა და სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესს შეისწავლიან. ასევე გაეცნობიან ინოვაციურ ციფრულ ინსტრუმენტებს, რომლებიც მათ ვიზუალური და ტექსტური მასალის შექმნაში დაეხმარება. კურსის ავტორია ლიანა მეტრეველი, კონტენტ სტუდია Essert Content Studio-ს დამფუძნებელი.

ინფორმაცია კურსზე ხელმისაწვდომია ამ ბმულიდან.

MS Excel-ის გამოყენება

ამ კურსზე გაიგებთ, რა კავშირი აქვს MS Excel-ს კომპანიის იმიჯთან და როგორ გიმარტივებთ იგი ბიზნესის ყოველდღიური პროცესების მართვას.

კურსი მოიცავს პრაქტიკულ რჩევებს, როგორ შექმნათ გამართული და მარტივად გამოყენებადი ფაილები MS Excel-ის დახმარებით. ასევე, ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მისაღებად, ისწავლით ბიზნესისთვის საჭირო მონაცემების დამუშავებასა და წლიურად დაგროვილი მონაცემების გამოყენებას. კურსს ელექტრონული აკადემიის დამფუძნებელი და MS Excel-ის ტრენერი, გიორგი დათუკიშვილი უძღვება.

კურსს ეწვიეთ ამ ბმულიდან.

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

ამ ბიზნესკურსით გაიგებთ, როგორ შექმნათ მარკეტინგული მასალები - ChatGPT, Gemini AI ან სხვა პლატფორმების დახმარებით, როგორ დააგენერიროთ სოც.მედიის პოსტები, მართოთ შიდა სამუშაო პროცესები უფრო ეფექტურად და სხვა. კურსსის ავტორია ინჟინერი ნანა დიხამინჯია.

კურსის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

„მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. განათლება და ცოდნა კი ბიზნესის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია. ჩვენ არ ვჩერდებით და მუდმივად ვქმნით რესურსებს, რომლებიც მეწარმეებს დაეხმარება, გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი და გაზარდონ წარმატების შანსი ,“ — აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

ბიზნესკურსების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.businesscourse.ge