ამერიკული კომპანიები Nvidia და AMD შეთანხმდნენ, რომ ჩინეთში მათი ჩიპების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის 15%-ს გადაუხდიან აშშ-ს ექსპორტის ლიცენზიების სანაცვლოდ.

ამის შესახებ Bloomberg Financial Times-ზე დაყრდნობით იუწყება.

საუბარია Nvidia-ს H20 ჩიპების, ასევე AMD-ს MI308-ის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალზე. თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ გადაუწყვეტია, სად მიმართოს მიღებული თანხები.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, გარიგებამ შესაძლოა აშშ-ს მთავრობას 2 მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანოს.