უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ნაფტოგაზმა“ გამოაცხადა აზერბაიჯანული გაზის სატესტო მიწოდების დაწყების შესახებ ტრანსბალკანური მილსადენის მარშრუტით.

საქმე ეხება ბულგარეთი-რუმინეთი-უკრაინის ინტერკონექტორულ ქსელს. აზერბაიჯანული გაზი ბულგარეთში სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით აღწევს, შემდეგ კი IGB ინტერკონექტორის გავლით - იტალიიდან საბერძნეთში, შემდეგ კი ბულგარეთში.

„ეს არის პატარა, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გზას ხსნის გრძელვადიანი თანამშრომლობისკენ. ეს ასევე მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციისა და უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების კიდევ ერთი მაგალითია“, - განაცხადა „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სერგეი კორეცკიმ.

აზერბაიჯანულ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი უკრაინული კომპანიის განცხადებაზე.