საქართველოს საპენსიო ფონდის 30 აპრილის სტატისტიკური მონაცემებით,  საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.735  მილიონი ადამიანია.

2026 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 31, 286 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 153,2 მილიონი ლარი.

აპრილის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.1 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.6 მილიარდ ლარს გადააჭარბა.