Wolt საქართველოში მომხმარებლის გამოცდილების მომსახურეობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად პარტნიორი ბიზნესების ლოიალობის პროგრამების ინტეგრაციას იწყებს. ინიციატივის პირველი პარტნიორი PSP Pharmacy გახდა, რომლის ლოიალობის პროგრამა Smile უკვე ხელმისაწვდომია Wolt-ის აპლიკაციაში.
ახალი ფუნქციონალი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, PSP Pharmacy-დან Wolt-ის მეშვეობით განხორციელებული შეკვეთებისას Smile ქულები ავტომატურად დააგროვონ. ამისათვის საკმარისია მომხმარებელმა Wolt-ის აპლიკაციაში ერთხელ დაამატოს თავისი მოქმედი Smile ლოიალობის ბარათის ნომერი. ბარათის მიბმის შემდეგ, შესაბამის შეკვეთებზე ქულები ავტომატურად ჩაირიცხება.
ახალი ინტეგრაცია Wolt-ის სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანია მომხმარებლებისთვის უფრო მარტივი, უწყვეტი და მოსახერხებელი სერვისის მიწოდება. დღეს, როდესაც ლოიალობის პროგრამები საცალო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილია, მომხმარებლებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია, ონლაინ შეკვეთის შემთხვევაშიც შეინარჩუნონ იმ ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობა, რომლებსაც მათ სხვადასხვა ბრენდ სთავაზობს.
„Wolt-ში მუდმივად ვეძებთ შესაძლებლობებს, რომ მომხმარებლებისთვის პლატფორმის გამოყენება კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ. პარტნიორი ბიზნესების ლოიალობის პროგრამების ინტეგრაცია სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს Wolt-ის მეშვეობით შეკვეთისასაც შეეძლოთ იმავე სარგებლის მიღება, რასაც პარტნიორი ბრენდებისგანუშუალოდ იღებენ. PSP Pharmacy ამ ინიციატივის პირველი პარტნიორია და მომავალში სხვა პარტნიორების ლოიალობის პროგრამების დამატებასაც ვგეგმავთ,“ - აცხადებენ Woltსაქართველოში.
Smile პროგრამით სარგებლობა და ქულების დარიცხვა ხორციელდება Wolt-ისა და PSP Pharmacy-ის შესაბამისი წესებისა და პირობების მიხედვით.
პსპ-ის ლოიალობის პროგრამის - Smile - აღწერა და საოპერაციო წესები იხილეთ ლინკზე:
https://card.psp.ge/new/index.php?page=content&MenuItemID=14&id=138












