მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებელს სრულად ციფრულ, სხარტ ბიზნეს სესხს 80 000 ლარამდე მოცულობით სთავაზობს.

პროდუქტი განკუთვნილია ინდ. მეწარმეებისა და შპს-ებისთვის, რომელთაც სურთ, სწრაფად და მარტივად მიიღონ დაფინანსება საკუთარი საქმიანობისთვის.

სხარტი ბიზნეს სესხის მთავარი უპირატესობაა, რომ მისი როგორც დამტკიცება, ისე გააქტიურება სრულად ციფრულად არის შესაძლებელი - ბიზნეს ინტერნეტბანკით ან ბიზნეს მობილბანკით, ფილიალში ვიზიტის, უზრუნველყოფისა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე.

განაცხადის შევსების პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია. სისტემა მომხმარებლის ინფორმაციას ავტომატურ რეჟიმში ამოწმებს და სესხის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას 1 წუთში აბრუნებს. დამტკიცებული ლიმიტის ათვისება კი მომხმარებელს 30 დღის განმავლობაში შეუძლია.

მოხარული ვართ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კიდევ უფრო ვამარტივებთ ფინანსურ რესურსებზე წვდომას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ჩვენი მიზანია, მეწარმეებს მივცეთ საშუალება, დაზოგონ ყველაზე ძვირფასი რესურსი - დრო, და საჭირო დაფინანსება სრულად ციფრულად, რამდენიმე წუთში მიიღონ. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მომავალშიც შევთავაზოთ ბიზნეს სექტორს მათი ინტერესების შესაბამისი ახალი და გაუმჯობესებული სერვისები“, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

განახლებული პირობებით, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს როგორც მოკლევადიანი, 3 თვემდე ვადის, ასევე 3-დან 60 თვემდე პერიოდის დაფინანსებით, ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე.

ეფექტური ლარში 15.4%-დან.
სესხის  პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ ესტუმროთ ბმულს. დაფინანსების მისაღებად კი გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან გაიარეთ ავტორიზაცია ბიზნეს ინტერნეტბანკში.