აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) შვილობილმა კომპანიამ რუმინეთში ორი ახალი ავტოგასამართი სადგური გახსნა, რითაც ქვეყანაში მათი საერთო რაოდენობა 94-მდე გაიზარდა. ორივე აღჭურვილია თანამედროვე მომსახურების ინფრასტრუქტურით და მძღოლებს დამატებით მომსახურებას სთავაზობს.

სახელმწიფო კომპანიის ცნობით, ახალი სადგურების გახსნა SOCAR-ის რუმინეთში გაფართოების სტრატეგიის ნაწილია. კომპანიის მიზანია მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ქსელის გაფართოება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

რუმინეთის ბაზარზე გასვლის შემდეგ, SOCAR-მა 900-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა და მისი ქსელი 31 ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს. კომპანია ქვეყანაში ერთ-ერთ წამყვან საწვავის საცალო ქსელად იქცა.