ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის, კუთვნილი ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, აუცილებელ დეკლარირებას დაქვემდებარებული 5 ცალი ოქროს მონეტა (საერთო წონით 71 გრამი) აღმოაჩინეს.

აღნიშნული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 24 840 ლარი შეადგინა.