გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, იმირასანის მაგისტრალურ არხზე საექსპლუატაციო სამუშაოები განახორციელა.

შედეგად, მუნიციპალიტეტში 120 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა.

სამუშაოების ფარგლებში, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან არხის 6-კილომეტრამდე მონაკვეთი გაიწმინდა.

იმირასანი ქვემო ქართლში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარწყავი სისტემაა, რომელიც სოფლების: ჭაპალასა და სავანეთის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს სარწყავი წყლით ამარაგებს.

„საქართველოს მელიორაცია“, წყალუზრუნველყოფილი ფართობების გაზრდის მიზნით, საექსპლუატაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.