როგორ შეუწყო ხელი საქართველოს ბანკმა ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას AWS-ის...
ამ სტატიაში გიამბობთ,
როგორ დაიწყო ბანკმა
ტექნოლოგიური
მოდერნიზაციისა და
ხელოვნური ინტელექტის
დანერგვაზე დაფუძნებული
ციფრული სტრატეგიის
შემუშავება 2.2 მილიონზე
მეტი
მომხმარებლისთვის.როგორ
დაინერგა AWS არსებული
სისტემების
მოდერნიზაციისთვის2024 და 2025
წლებში Global Finance-მა
საქართველოს ბანკი ორჯერ
აღიარა მსოფლიოს
საუკეთესო ციფრულ ბანკად.
გამოცემა ბანკის
წარმატების მთავარ
ფაქტორებად სტრატეგიულ
ხედვას, მომხმარებელზე
ორიენტირებულობასა და
შიდა ტექნოლოგიურ
ინოვაციებს
ასახელებდა.საქართველოს
ბანკის ინოვაციური
ტრანსფორმაცია კი აქამდე
რამდენიმე წლით ადრე
დაიწყო, როდესაც ბანკმა
მონოლითური ტექნოლოგიური
არქიტექტურის შეცვლის
გადაწყვეტილება მიიღო.
მიზანი პროდუქტების
გუნდებში მეტი
დამოუკიდებლობისა და
სერვისების მდგრადობის
მიღწევა იყო, ამასთანავე,
ბანკში სურდათ, ახალი
ტექნოლოგიები თუ
ფუნქციონალები უფრო
სწრაფად
დაენერგათ.„სიღრმისეული
კვლევის შემდეგ ცხადი
გახდა, რომ
მიკროსერვისებზე გადასვლა
და ძლიერი ღრუბლოვანი
ინფრასტრუქტურის შექმნა
იქნებოდა თანამედროვე და
ეფექტური გზა ჩვენი
მიზნების მისაღწევად“, -
ამბობს მარიამ სალია,
საქართველოს ბანკის IT
პროგრამების მართვის
სამსახურის ხელმძღვანელი
და Cloud Adoption პროგრამის
მენეჯერი.ბანკმა
სხვადასხვა ვერსიის
გამოცდა დაიწყო და
ამავდროულად შეისწავლა
პარტნიორები, რომლებიც
დიდი ორგანიზაციის
საჭიროებების
დაკმაყოფილებას
შეძლებდნენ.შედეგად,
საქართველოს ბანკმა
ტექნოლოგიური
მოდერნიზაციისთვის AWS (Amazon Web
Services) აირჩია.„AWS-ის
გამოცდილებამ,
მხარდაჭერამ და
თანამშრომლობაზე
ორიენტირებულობამ
საბოლოოდ, იმ რეალურ
შედეგებამდე მოგვიყვანა,
რასაც დღეს ვხედავთ. ჩვენ
AWS-ს მხოლოდ მომწოდებლად კი
არა, პარტნიორად
აღვიქვამთ“, - აღნიშნავს
მარიამ სალია.AWS-ზე
ღრუბლოვანი ტრანსფორმაცია
და აპლიკაციების
მოდერნიზაციაღრუბლოვანი
ტრანსფორმაციის საფუძვლის
შესაქმნელად, საქართველოს
ბანკმა შეაფასა, რამდენად
მზად იყო არსებული
ინფრასტრუქტურა
ცვლილებებისთვის.ბანკმა
ასევე შექმნა
სპეციალიზებული გუნდები
ღრუბლოვანი მართვის (Cloud
Governance), FinOps-ისა და პროდუქტის
ინჟინერიის მიმართულებით
და რეგულაციებთან
შესაბამისობის
საკითხებზეც იმუშავა.ამის
შემდეგ შეიქმნა 4-წლიანი Cloud
Adoption გეგმა და დეტალური
მიგრაციის
სტრატეგია.„ღრუბლოვანი
ტექნოლოგიებიდან
სრულფასოვანი სარგებლის
მისაღებად საჭიროა
აპლიკაციების
არქიტექტურის ხელახალი
გააზრება“, - ამბობს დავით
ბერაძე, საქართველოს
ბანკის მთავარი ტექნიკური
ოფიცერი (CTO).მიგრაციის
პროცესში საქართველოს
ბანკმა AWS-ის გუნდთან ერთად
სასურველი არქიტექტურის
პროტოტიპი შეიმუშავა,
აწონ-დაწონა სტრატეგიული
გადაწყვეტილებები და
იხელმძღვანელა AWS Well-Architected
Framework-ით - მიდგომით, რომელიც
კომპანიებს AWS-ზე
სისტემების შექმნისას
შესაძლო უპირატესობებისა
და რისკების შეფასებაში
ეხმარება.„AWS-ის მხრიდან
გვქონდა მუდმივი
მხარდაჭერა ღრუბლოვანი
ტრანსფორმაციის მთელი
პროცესის განმავლობაში.
მათი გუნდები მუდმივად
იჩენდნენ ინტერესს ჩვენი
წარმატების მიმართ“, -
ამბობს ზვიად
ყვირალაშვილი,
საქართველოს ბანკის
ტექნოლოგიური ტრაიბის
ლიდერი და IT დირექტორის
მოადგილე.მონოლითური
არქიტექტურის
მიკროსერვისებად
გარდაქმნის გამოცდილებაზე
დაყრდნობით, საქართველოს
ბანკმა Amazon Elastic Kubernetes Service (Amazon EKS)
დანერგა. ესაა სერვისი,
რომელიც Kubernetes აპლიკაციების
შექმნას, გაშვებასა და
მასშტაბირებას
უზრუნველყოფს.ბანკი ასევე
იყენებს AWS-ის სხვადასხვა
სერვისს გამოთვლითი
რესურსების, მონაცემთა
ბაზებისა და მათი შენახვის
სისტემების, ანალიტიკის,
ხელოვნური ინტელექტის,
ქსელური ინფრასტრუქტურის,
მონიტორინგისა და
უსაფრთხოების
მიმართულებით.„ჩვენ
აქტიურად ვიყენებთ AWS-ის
მართულ სერვისებს, რაც
ამცირებს ოპერაციულ
დატვირთვას, ხელს უწყობს
სისტემების საიმედოობას
და შესაძლებლობას
გვაძლევს, მეტი ყურადღება
დავუთმოთ ბიზნეს
ღირებულების შექმნას და
არა ინფრასტრუქტურის
მართვას“, - აღნიშნავს
ზვიად
ყვირალაშვილი.პროცესების
ავტომატიზაცია
საქართველოს ბანკისთვის
ეფექტიანობის ზრდის
ერთ-ერთი მთავარი გზაა.
სწორედ ამიტომ, ბანკმა AWS-ზე
ინფრასტრუქტურის
დაახლოებით 80%-ისთვის
დანერგა Infrastructure as Code მიდგომა,
რაც ინფრასტრუქტურის
ავტომატურ მართვასა და
სწრაფ განახლებას
უზრუნველყოფს.ბანკი ასევე
იყენებს AWS Direct Connect-ს, რომელიც
ქმნის სპეციალურ ქსელურ
კავშირს AWS-სა და
ორგანიზაციის
ინფრასტრუქტურას შორის.
აღნიშნული გადაწყვეტა
ეხმარება ბანკს, იყოს
რეგულაციებთან
შესაბამისობაში,
შეამციროს დაყოვნება (latency),
გაზარდოს ეფექტიანობა და
უზრუნველყოს მაღალი
ხელმისაწვდომობა.შედეგი -
მასშტაბური ინოვაციები და
გაუმჯობესებული
მომხმარებლის
გამოცდილებაAWS-ზე
გადასვლის შემდეგ,
საქართველოს ბანკს
ინოვაციების უფრო სწრაფად
დანერგვა შეუძლია.იმის
ნაცვლად, რომ ახალი
ტექნოლოგიური
შესაძლებლობებისთვის
საჭირო ინფრასტრუქტურა
თვეებით ან წლებით ადრე
დაგეგმოს, ბანკს ახლა
შეუძლია სწრაფად დატესტოს
საინტერესო იდეები და
მომხმარებლებისთვის ახალი
ფუნქციონალი მოკლე დროში
გაუშვას.ეს
შესაძლებლობები
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
გენერაციული ხელოვნური
ინტელექტის მიმართულებით.
ბანკმა უკვე დაიწყო
ექსპერიმენტები Amazon SageMaker
AI-ისა და Amazon Bedrock-ის
გამოყენებით. ეს ის
სერვისებია, რომლებიც AI
მოდელების შექმნას,
გაწვრთნასა და დანერგვას
უზრუნველყოფს.გაუმჯობესდა
სისტემების ეფექტიანობაც.
მაგალითისთვის, საბანკო
ანგარიშის ამონაწერის
სერვისის დაყოვნება 50%-ით
შემცირდა მას შემდეგ, რაც
საქართველოს ბანკმა
პროცესი Amazon OpenSearch Service-ზე,
საძიებო და ანალიტიკურ
პლატფორმაზე
დაამიგრირა.AWS-ის
ინფრასტრუქტურა ბანკს
ასევე აძლევს
შესაძლებლობას, სწრაფად
მოერგოს მომხმარებელთა
რაოდენობის ზრდასა და
მოთხოვნის პერიოდულ
მატებას.მაგალითად, ბანკმა
მომხმარებელთა ჩართულობის
გასაზრდელად დროებითი
კამპანია შექმნა, რომელიც
მომხმარებლებს კითხვებზე
პასუხის გაცემით
ჯილდოების მიღების
შესაძლებლობას აძლევდა.
კამპანიამ მნიშვნელოვნად
გაზარდა სისტემის
დატვირთვა, თუმცა AWS-ის
ინფრასტრუქტურამ
ავტომატურად შეძლო საჭირო
მასშტაბების
უზრუნველყოფა.„ვიცით, რომ
თუ მოთხოვნა გაიზრდება ან
მომხმარებლებისთვის ახალ
კამპანიას გავუშვებთ, AWS-ზე
სწრაფად შევძლებთ
მასშტაბირებას. სწორედ
ასეთი ტიპის პროგრამული
უზრუნველყოფისთვის AWS
საუკეთესო არჩევანია“, -
დასძენს დავით ბერაძე.
1787577540