საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარიმხარდამჭერი, ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია.

თანამშრომლობის ფარგლებში, ბანკი კლუბის 10 მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული დაფინანსება, ერთი წლის განმავლობაში.

სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ როგორც კლუბის მოქმედ მოსწავლეებს, ისე ბავშვებს, რომლებსაც ჭადრაკის შესწავლა სურთ. პროგრამაში მონაწილეობა 5 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი, მთავარი კრიტერიუმი კი ინტერესი და მოტივაციაა.

სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო და13 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სტიპენდიის მოსაპოვებლად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე.

რეგისტრაციისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სამოტივაციო წერილს, რომელიც ბავშვის ინტერესების, მიზნებისა და მოტივაციის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასადა მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობასგულისხმობს. ფოთის საჭადრაკო კლუბთანპარტნიორობით კი ბანკი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოსროგორც მრავალწლიანი საჭადრაკო ტრადიციისგაგრძელებას, ისე ახალი თაობის ჩემპიონებისთვისგანვითარების შესაძლებლობების შექმნას. პროექტისშესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთბმულს.