შპს "ბლექ სი პეტროლიუმი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, "ბლექ სი პეტროლიუმი" აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას კომპანიის მიმდინარე საქმიანობისა და სტრატეგიული გეგმების შესახებ.
წარმოება
2026 წლის პირველი ნახევრისთვის „ბლექ სი პეტროლიუმმა“ უზრუნველყო 650-ათას ტონაზე მეტი ნედლეულის გადამუშავება.
სტრატეგიული პარტნიორობა
საინჟინრო და სალიცენზიო ხელშეკრულებების შემდეგ, კომპანიამ გააფართოვა პარტნიორობა საერთაშორისო ტექნოლოგიურ გიგანტ Honeywell-თან და მოიცვა მაღალტექნოლოგიური დანადგარებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების შეძენა-დანერგვის მიმართულება.
საწარმოს განვითარების ეტაპები და ახალი პროდუქცია
- 2027 წლის I კვარტალი: კომპანია იწყებს საგზაო ბიტუმის წარმოებას შიდა და საექსპორტო ბაზრებისათვის.
- 2027 წლის II კვარტალი: საწარმოს გაუჩნდება შესაძლებლობა აწარმოოს საავიაციო საწვავი.
ნედლეულის დივერსიფიკაცია
მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია იწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. აღნიშნული „ბლექ სი პეტროლიუმის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას გაუხსნის მაღალმარჟინალური ბაზრების კარს.
„ბლექ სი პეტროლიუმი“ აგრძელებს სტრატეგიული გეგმის მიხედვით საწარმოს განვითარებას და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში", - აღნიშნულია "ბლექ სი პეტროლიუმის" განცხადებაში.













