„დადგა დრო საკუთარი ფულის ნიშნის აუცილებლობის შესახებ“, - ამბობდა სდრ-ის ფინანსთა მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი. მართლაც, 1919 წლის 11 ივლისს მიმოქცევაში შევიდა პირველი ეროვნული ფულის ერთეული #ქართულიბონი, რომელიც 1919-1921 წლებში დროებითი გადახდის საშუალებას წარმოადგენდა.

107 წლის წინ დაბეჭდილი ქართული ბონი სუვერენული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი იყო. ესკიზები მხატვრებმა - იოსებ შარლემანმა, ჰენრიხ ჰრინევსკიმ და დიმიტრი შევარდნაძემ შეიმუშავეს. თითოეულ მათგანზე გამოსახულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი და ინიციალები "სდრ".