ახალი ამბები

სხვა სიახლეები
ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 3.6%-ით გაი...

2025 წლის ივნისთან შედარებით ფასები 1.2 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.08 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.3 პროცენტი), რამაც -0.21 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება კვების პროდუქტებზე (-0.7 პროცენტი). გარდა ამისა, ფასების 3.0 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.31 პროცენტული პუნქტი შეადგინა.12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: ~ სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 13.9 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.87 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (19.3 პროცენტი);  დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 2.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 1.66 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (3.9 პროცენტი) და სასმელებზე (4.5 პროცენტი);  ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 10.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.03 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა. რაც შეეხება ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსს - აღნიშნული მაჩვენებელი, წინა თვესთან შედარებით, 0.2 პროცენტით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 0.2 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 3.4 პროცენტით გაიზარდა. სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე ფასები 2.7 პროცენტით შემცირდა, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 2.6 პროცენტით გაიზარდა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 9.0 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე ფასები არ შეცვლილა.

1755677246

,,ვაცხადებთ ტენდერს ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების...

"საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, განხორციელდება ტრამვაის პროექტი. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. მანამდე თქვენ იცით, რომ ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით ტენდერი, გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით - თუ რა უნდა გაკეთდეს, რომელ მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს პროექტი. ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი განხორციელდება. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისში 35 წლის შემდეგ დაბრუნდება ტრამვაი" - თქვა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე

1755676627

თბილისში ტრამვაის ხაზი აშენდება, რომელიც დიდი დიღმის დასახლებას დიდუბი...

"საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, განხორციელდება ტრამვაის პროექტი. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. მანამდე თქვენ იცით, რომ ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით ტენდერი, გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით - თუ რა უნდა გაკეთდეს, რომელ მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს პროექტი.ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი განხორციელდება. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისში 35 წლის შემდეგ დაბრუნდება ტრამვაი" - თქვა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე

1755676565

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

შეთავაზება იმოქმედებს მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში, თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას.22 აგვისტოს ქეშბექ აქცია გავრცელდება თიბისი კონცეპტ Visa Signature და Visa Platinum-ის, როგორც ძველ, ისე ახალ ბარათებსა და მათ ციფრულ ანალოგებზე.გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, შეთავაზება იმოქმედებს შერჩეული ობიექტების სრულ კოლექციაზე, მათ შორის, ფასდაკლებულ ნივთებზეც. დაბრუნებული თანხა კი, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად აგესახებათ.შეთავაზების ფარგლებში, Jo Malone-სა და Aromateque-ში 30%-ის ნაცვლად, 25%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ.შერჩეული ობიექტების კატეგორია და ჩამონათვალი ტრადიციულად მრავალფეროვანია: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი Sense Concept Store, Calzedonia, Intimissimi, The North Face, Diesel, Napapijri, Scotch & Soda, Magellan, Lee Cooper, Under Armour, Shoes Loft, Crocs, Skechers, Top Sport , Adidas, Puma, Timberland, Dressarium Kids, Dan John, Karl Lagerfeld, Marc O'Polo, Lion Of Porches, Yamamay, Giordano, Petit Bateau, Hackett, BOSS, HUGO, Paul & Shark. აქსესუარები Corner, Messy Weekend, Izipizi, Swarovski, Nicolo, Franco Fontana, Toreli. პარფიუმერია და თავის მოვლა Jo Malone, Aromateque, Voulez-Vous, Lutecia, Atelier Rebul, Laline, L’Occitane, Yves Rocher, Mac Cosmetics. სახლი Manamo Home, Berghoff, Villeroy & Boch, Jysk, Grills Home & Kitchen, Palais des Thés, Old Supra, Tac, Miniso. სპორტი OKTOPUS - მხოლოდ სითი მოლის ფილიალი.გამონაკლისებისა და შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს.

1755676326

ვინ თქვა, რომ გოლიათებთან ბრძოლა არ შეგვიძლია? | არ გაჩერდე - საქართვე...

თქვი მიზეზი: რატომ უნდა დაუჯერო? რატომ უნდა გაჩერდე?ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტი: პარკეტზე გატარებული ცხოვრება. კონკურენცია, თავის დამკვიდრება, ადგილის მოპოვება და მისი შენარჩუნება, ტრავმები, ტკივილი, აღდგენა, დაუსრულებელი წვრთნა და გამოცდა, რომელსაც უძლებ, ფინიშის ხაზს უახლოვდები და ხდები ლეგენდა: გიორგი შერმადინი - რეკორდსმენი, დაფასებული, ადამიანი, რომელიც ისმენს გულიდან ნათქვამ სიტყვას: შენს ქვეყანას ეიმედები. რა გაგაჩერებს? ეს არის მაგიური ძალა, რომელიც ყველა მთას გადადგამს.მეექვსე ევრობასკეტი? იყოს, შერმადინი წელსაც მოხსნის, წელსაც ჩააგდებს.გაქვს შეუსრულებელი მისია: 72 საათში 4 თამაში უნდა ითამაშო. მატჩი იტალიაში, შემდეგ ნიდერლანდებთან გასვლითი შეხვედრა გელის, მერე ისევ წასვლა აეროპორტში, ევროლიგის მატჩის ჩატარება და ისევ თვითმფრინავში - თბილისში ჩამოფრენა და პარკეტზე შებიჯება. თორნიკე შენგელია - შენ ხარ კაპიტანი და უნდა გააკეთო ის, რასაც სხვა წარმოუდგენლად მიიჩნევს. ასეა, იქეცი შეუპოვრობის მაგალითად, რომელმაც სძლია საკუთარ შესაძლებლობებსა და სიტყვას - “შეუძლებელს”. “მეფე ხარ და ხამს… მეფე ხარ და გმართებს”… ასეა ეს. მერე რა, რომ პარკეტს ახლახან დაუბრუნდი? მაინც შეძელი და “საქმემან შენმან გამოგაჩინა” - ყველა დაარწმუნა, რომ ამის ძალა შეგწევდა.და შენ, როცა ამას გაივლი, კითხე შენს თავს: რატომ უნდა გავჩერებულიყავი?და რა არის იმაზე აღმატებული, ან სხვა რა შეიძლება შეადარო მიძინებულ, უეცრად ამოხეთქილ ვულკანს, როგორიცაა შენი გულშემატკივარის სიხარულის ყიჟინა, მოუთოკავი ეიფორია, რომელიც ძარღვებს გიბერავს და ზეცაში აგიტაცებს. შენი ქვეყნისთვის, შენი დროშისთვის, შენი ჰიმნისთვის დაღლაზე ღირებული არაფერია. ყველაზე იოლი და გამოუსწორებელი  - დანებებაა, ყველაზე დიდებული და უზენაესი კი - შენი ქვეყნისთვის გამარჯვება. როცა იცი, რომ ეს არსებობს, როგორ უნდა დანებდე?ჩვენ დავითნი ვართ. და ვინ თქვა, რომ გოლიათებთან ბრძოლა არ შეგვიძლია?იარე სწორი გზით,არ გაჩერდე.ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს.  საქართველოს

1755669540

ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების ა...

არჩეული პირები სრულად აკმაყოფილებენ კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩეულ ყველა პირს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი. არჩეულ პირთა უმრავლესობას აქვს საარჩევნო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, ასევე არის ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე. აქედან, არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და ბოლო 9 საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 22 631  პირს, რაც საერთო რაოდენობის 93.87%-ია.ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დიდი ნაწილი ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილეა.  საუბნო საარჩევნო კომისიის ახლადარჩეული წევრებიდან 18 677 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილეა, 1 976 - ,,საარჩევნო განვითარების სკოლების“, ხოლო 538 - „ახალგაზრდული ბანაკების“ კურსდამთავრებულია. ეს გარემოება თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამაღლებს პროცესის პროფესიულ სტანდარტს.ამავდროულად, ზემოთ მოცემული მონაცემები ადასტურებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი გამჭვირვალედ და კონკურენტულ გარემოში წარიმართა.აქვე შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ 11-დან 14 აგვისტოს ჩათვლით განცხადებით მიემართათ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით.რაც შეეხება განაცხადების რაოდენობას, 3 051 საარჩევნო უბნის 24 408 ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა 24 314 საკონკურსო განაცხადი, მათ შორის ხელმძღვანელი პირის ვაკანტურ ადგილზე 9 117 საკონკურსო განაცხადი, ხოლო კომისიის წევრების ვაკანტურ ადგილზე - 15 197.

1755614040