თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისში ტრამვაის ხაზი აშენდება, რომელიც დიდი დიღმის დასახლებას დიდუბის მეტროსადგურთან დააკავშირებს - კალაძის თქმით, ტრამვაის 11 გაჩერება ექნება.

"საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, განხორციელდება ტრამვაის პროექტი. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. მანამდე თქვენ იცით, რომ ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით ტენდერი, გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით - თუ რა უნდა გაკეთდეს, რომელ მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს პროექტი.

ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი განხორციელდება. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისში 35 წლის შემდეგ დაბრუნდება ტრამვაი" - თქვა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე