ახალი ამბები

სხვა სიახლეები
„ტექნოლაბი“ ყიდის პროდუქციას, რომელიც ვიზუალურად და შეფუთვით Apple Inc...

GCCA-ის წარმომადგენლის, სანდრო ალაფიშვილის თქმით, ,,ტექნოლაბი” ყიდის პროდუქციას, რომელიც ვიზუალურად და შეფუთვით Apple Inc.-ის ორიგინალურ პროდუქციას ჰგავს, თუმცა Apple-ის ნაწარმი არ არის, რაც მომხმარებლებს ნივთის შეძენისას არ განიმარტება.„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომხმარებელმა განცხადებით მომართა, სადაც აღნიშნავდა, რომ მოვაჭრისგან შეიძინა დამტენის თავი, რომელიც ჰგავდა კომპანია Apple-ის ნაწარმს, თუმცა რეალურად ხსენებული ბრენდის არ აღმოჩნდა. საქმის შესწავლის შემდეგ კი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „აიფონ ჯორჯიას“ (ტექნოლაბი) შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა. გადაწყვეტილების გამოტანა კანონით განსაზღვრულ ვადაში მოხდა.”- აღნიშნა ალაფიშვილმა.მისივე ინფორმაციით,  კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს  1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღადგინა დაევალა.“საქმის შესწავლის ეტაპზე ორი ძირითადი დარღვევა გამოიკვეთა: მოქმედებით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა და უმოქმედობით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა. მოვაჭრის მიერ რეალიზებული ადაპტერი, როგორც დიზაინით, ისე ყუთით ძალიან ჰგავს კომპანია Apple-ის ნაწარმს, თუ დაკვირვებული თვალი არ შეხედავს, საშუალო მომხმარებელი ამას ვერ გაარჩევდა; ამიტომაც მოვაჭრეს ევალებოდა წინასწარ მიეწოდებინა ინფორმაცია მომხმარებლისთვის, თუმცა არ მიაწოდა.რაც შეეხება მოქმედებით გამოხატულ შეცდომაში შემყვან კომერციულ საქმიანობას, ამ შემთხვევაში, ე.წ საგარანტიო ფურცელზე მოვაჭრეს აქვს მითითებული გრაფა- ბრენდი, სადაც ხელით იყო ჩაწერილი კომპანია Apple, რაც სააგენტოს მიერ მოქმედებით გამოხატულ შეცდომაში შემყვან კომერციულ საქმიანობად შეფასდა.GCCA-ის გადაწყვეტილებით, “ტექნოლაბს” ერთი თვის ვადა მიეცა, რათა გამოასწოროს დარღვევები და მეორე მხრივ, ამავე ვადაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება. როგორც წესი, დარღვევის აღმოჩენის პირველ ეტაპზე ფინანსური ჯარიმა არ დგინდება, ეს მეორე, ანუ მომდევნო ეტაპია. თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით გადაწყვეტილების გასაჩივრება სააგენტოს უფლებას არ ართმევს, რომ მოვაჭრეს ჯარიმა დააკისროს”,- აღნიშნა GCCA-ის წარმომადგენელმა, სანდრო ალაფიშვილმა რადიო “კომერსანტის ეთერში.commersant.ge

1750951381

Tegeta Truck & Bus-მა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა...

MAN-ის სატვირთო ავტომობილები უსაფრთხო გადაადგილების გარანტიას ქმნიან, რის გამოც საერთაშორისო გადაზიდვებისას ისინი ყველაზე ხშირად გამოიყენებიან. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო MAN TGX-ის EURO 6 ემისიის მქონე გამწევი, რომლის გარემოზე მავნე ზემოქმედება მინიმუმამდეა დაყვანილი. გარდა ამისა, MAN-ის ახალი თაობის გამწევები 7-8%-ით უფრო ეფექტიანია. საწვავის შემცირებული ხარჯი, დაზიანების ნაკლები ალბათობა, მაღალი გამძლეობა და ტექნიკის ცვეთის დაბალი მაჩვენებელი - ეს არის პარამეტრები, რომლებიც, ჯამში, MAN-ის სატვირთო ავტომობილის ფლობის საერთო ღირებულებას უფრო ეკონომიურს ხდის.ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „საქართველოს პოტენციალი, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, არის ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური უპირატესობა. წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიას ნახევარ მილიონზე მეტი სატრანზიტო მანქანა კვეთს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია Tegeta Truck & Bus-ის როლი, რადგან ჩვენ ბაზარს ვთავაზობთ პრემიუმ ხარისხის ბრენდებს, მათ შორის არის გერმანული MAN. გამოფენაზე სწორედ MAN-ის ორი ერთეული სატვირთო ავტომობილი წარვადგინეთ. MAN TGX-ის გამწევები გამორჩეულია მახასიათებლებით. MAN-ის ბრენდის სატვირთოების ფლობა უფრო ეფექტიანია და მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯს“. ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენას საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები დაესწრნენ. ორდღიანი გამოფენის მიზანი იყო საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, წარმოჩენა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.Tegeta Truck & Bus ბაზარს, MAN-ის ახალი სატვირთო ავტომობილების გარდა, Top Used სატვირთოებითაც ამარაგებს, მათ  ყველა შესაბამისი უმაღლესი დონის სერვისი გავლილი აქვს ავტორიზებულ სერვისცენტრებში. Top Used ტექნიკის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა  10-15 წელს შეადგენს.ღონისძიების ფარგლებში, B2B ტიპის შეხვედრებიც გაიმართა. გამოფენაზე Tegeta Truck & Bus-ს საშუალება ჰქონდა, სატვირთო, ლოგისტიკური თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სფეროთი დაინტერესებული პოტენციური პარტნიორებისთვის გაეცნო MAN-ის ბრენდის ავტომობილები და ასევე ინფორმაცია მიეწოდებინა „თეგეტა ბიზნესის“ შეთავაზებების შესახებ.„თეგეტა ბიზნესი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი მიმართულებაა. ის საგანგებოდ ბიზნესმომხმარებლებზეა ორიენტირებული და მიზნად ისახავს კორპორაციული მომხმარებლებისთვის სერვისის კიდევ უფრო მეტად განვითარებას.„თეგეტა ბიზნესის“ პირველი ახალი პროდუქტი განკუთვნილია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებიც ფლობენ ან მართავენ მსუბუქ, სატვირთო, სამშენებლო თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას და სურთ ოპერაციული ხარჯების შემცირება, სერვისის დიგიტალიზაცია და ავტოპარკის ეფექტიანი მართვა.რაც შეეხება ფლიტ მენეჯმენტის  სერვისს, ის ითვალისწინებს ავტოპარკის სრულ ტექნიკურ მომსახურებას, მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიტიკას, მომხმარებელზე მორგებულ სალიზინგო პროდუქტებს, საუკეთესო ფასებსა და პრემიუმ ხარისხის ბრენდებს.--„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.

1750945980

ხორვატიის შემდეგ გერმანია - საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩ...

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, რომელსაც ხორვატიამ, მაკარსკამ უმასპინძლა, საქართველოს 7-ქალამ ერთი გამარჯვება მოიპოვა და მე-11 ადგილი დაიკავა.ჰამბურგის ეტაპზე, ჯაბა მალაღურაძის გუნდი B ჯგუფში იასპარეზებს და მეტოქეებად საფრანგეთი, ესპანეთი და გერმანია ეყოლება.მაკარსკას შემდეგ, გუნდში სამი ცვლილება მოხდა და ნაკრებს ირმა გულიაშვილი, ანი კაპანაძე და მარიამ ბერანძე შეუერთდნენ. საბოლოო განაცხადი კი, ასეთია:ირმა გულიაშვილი, თეონა ჩიტაიშვილი, ანა დათიაშვილი, მარიამ გოგუაძე, ანა ხაბულიანი, ლიკა ხუფენია, სალომე მაკასარაშვილი, ანა პოღოსიანი, ანი კაპანაძე, მანონი საღარაძე, სალომე საღარაძე, ნინო წიკლაური, მარიამ ბერანძე.საქართველოს 7-ქალა ჰამბურგში ასპარეზობას 27 ივნისს, საფრანგეთთან მატჩით დაიწყებს:საფრანგეთი Vs საქართველო | 27 ივნისიესპანეთი Vs საქართველო | 27 ივნისიგერმანია Vs საქართველო | 28 ივნისისაქართველოს 7-ქალამ ახალი ისტორია უკვე დაწერა და წარმატების გზაზე სვლას მიზანმიმართულად აგრძელებს. მაკარსკაში იტალიის ნაკრებთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ახლა შემდეგი ნაბიჯის მოლოდინში ვართ.თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა სპორტის განვითარება და ის იმპულსი, რომელსაც ქალი სპორტსმენები ამ სფეროში ქმნიან. სწორედ, ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს 7-ქალა ნაკრებს - ადამიანებს, რომლებიც საკუთარი მაგალითით ამტკიცებენ, რომ სიძლიერეს სქესი არ აქვს, მთავარია გჯეროდეს.#ერთადგავიმარჯვებთ

1750944600

არ გამოტოვოთ თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის ბოლო პრემიერა „ამარკორდი“

ლევან წულაძის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცე ივლისის სცენას, ფედერიკო ფელინის ფილმის „ამარკორდის“ მიხედვით შექმნილ, თეატრალურ წარმოდგენას უთმობს. ინსცენირების ავტორი და რეჟისორია ლევან წულაძე.10, 11, 12 და 13 ივლისს, ლევან წულაძე, მისეული ოსტატობით, თეატრი „სახელოსნო 42“-ის სცენაზე, მაყურებელს ფელინისეულ ნოსტალგიურ, შთამაგონებელ და სიურეალისტურ მოგზაურობას აჩუქებს.თეატრის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი და VISA.თიბისი კონცეპტის VISA ბარათის მფლობელებისთვის მეოთხე რიგის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.დამატებითი ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

1750939920

აფბა - მიგრანტთა ნაკადის ზრდის პარალელურად, აუცილებელია გამკაცრდეს ბინ...

„ქირის არგადახდის გამო მოიჯარის გამოსახლება სასამართლოს გადაწყვეტილებისა და აღსრულების მექანიზმის ჩართვის გარეშე, პრაქტიკულად  შეუძლებელია.  სასამართლო პროცედურა მოიცავს სამივე ინსტანციას და დამატებით აღსრულებას, რაც დიდ დროს, ფინანსურ დანაკარგებს და ნერვულ დაძაბულობას მოითხოვს. ამ მოცემულობას, საკმაოდ ხშირ შემთხვევაში,  ბოროტად იყენებენ თაღლითი მოიჯარეები, მათ შორის, მომრავლებული უცხოელი დამქირავებლები, რომლებიც უტიფრად და სრულიად უსამართლოდ, წლობით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს,  გადაუდებლად მიიღოს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებები, რაც დაიცავს საქართველოს მოქალაქეების საკონსტიტუციო უფლებებს საკუთრების დაცვის კონტექსტში, წაახალისებს ეკონომიკურ საქმიანობას, გააძლიერებს სახელმწიფოს უსაფრთხოებას და აღკვეთს როგორც ადგილობრივ, ისე არაკეთილსინდისიერ მიგრანტ მოიჯარეთა მხრიდან  საქართველოს მოქალაქეების საკუთრების ხელყოფის საფრთხეებს“, - ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ - აფბას განცხადებაში, რომლითაც ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტს ოფიციალურად მიმართა.როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, დროულად განახლდეს 2023 წელს ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც ითვალისწინებს მოიჯარის დაუყოვნებლივ გამოსახლებას ქირის არგადახდის შემთხვევაში.„ფაქტია, დღემდე ეს კანონპროექტი სერიოზული განხილვის საგნად ვერ იქცა და ვერ დაკანონდა.  არადა, ამ კანონის მიღება უზრუნველყოფს: მოქალაქეთა საკუთრების დაცვას – მეპატრონე შეძლებს თავისუფლად განკარგოს თავისი ქონება (საკონსტიტუციო უფლება, მუხლი 6). სამშენებლო სექტორის გაძლიერებას – ინვესტორების აქტიურობით უძრავ ქონებაზე გაიზრდება მოთხოვნა. საბანკო სექტორის სტაბილურობის ზრდას – მეტი მოთხოვნა იპოთეკურ სესხებზე გაზრდის საბანკო აქტივობას. პოზიტიურ ფისკალურ ეფექტს– ოფიციალური გაქირავების წახალისებით ბიუჯეტი მიიღებს საშემოსავლო გადასახადს (5%). გასულ წელს დარეგისტრირებული 8 223 აქტიური მოიჯარის ქირიდან ბიუჯეტში შევიდა 50 მილიონ ლარზე მეტი. სექტორის სრულ „გათეთრებას“ შეუძლია ეს მაჩვენებელი საგრძნობლად, რამდენიმეჯერ გაზარდოს. ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას – გახშირებულია შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, უკანონოდ იკავებენ საცხოვრებელ ფართებს, რაც პირდაპირი საფრთხეა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის“, - აღნიშნულია აფბას განცხადებაში. აფბა ასევე მიზანშეწონილად თვლის, კანონში აისახოს მუხლი, რომლის მიხედვითაც, ქირის არგადახდის შემთხვევაში, საშემოსავლოს 5%-იან განაკვეთთან ერთად, სააღსრულებო წარმოებისთვის აუცილებელი პროცენტული განაკვეთიც (მაგალითად ყოველთვიურად განსაზღვრული საიჯარო გადასახადის  2-3%-ის ოდენობით) იქნება განსაზღვრული. ეს უფრო ეფექტურსა და მოქნილს გახდის აღსრულების მექანიზმს  და გააძლიერებს სამსახურს და  დაცულს გახდის მეიჯარეს.„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ყურადღება ასევე გამახვილებულია საკითხთან პირდაპირ კორელაციაში არსებულ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტზე.კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკუთრივ სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია ქვეყნის ეკონომიკისთვის — 2024 წელს სექტორის ბრუნვამ 14.3 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო  სექტორის მიერ შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ .4.8 მილიარდი ლარი შეადგინა,  რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 17%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ  სამშენებლო სექტორი საქართველოს ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის – მშპ) 7.9%-ს შეადგენს.წლის განმავლობაში გაიცა  12 080 სამშენებლო ნებართვა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 7.1%-ით მეტია.  მშენებლობისთვის გათვალისწინებული ფართი — 12 040 400 მ², - ზრდა +28.4% წლიურადნიშანდობლივია უძრავი ქონების გაქირავების მიმართულებით არსებული სტატისტიკური მონაცემები. სხვადასხვა ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციების შეფასებით 2024 წელს თბილისში უძრავი ქონების გაქირავების მაჩვენებელი, 22%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დარგის მიმართ მზარდ ინტერესს.დარგის ეფექტურობას მნიშვნელოვნად განაპირობებს გარე და შიდა ინვესტიციები, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და მოტივატორიც არის იჯარა.ფაქტია, დღეს საქართველოში საცხოვრებელი ფართების გაქირავება სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული , რამდენადაც მოქმედი კანონმდებლობით, თუ მოიჯარე ქირის გადახდას შეწყვეტს, მეპატრონე იძულებულია შევიდეს სასამართლო დავაში, რომელიც როგორც წესი, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, წლობით იწელება.ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი ან სოციალური პრობლემა— ეს ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების საკითხიცაა.დღეს შიდა თუ გარე ინვესტორები, რომლებიც ბინებს სესხით ან დანაზოგით ყიდულობენ და შემდგომში ქირით იღებენ შემოსავალს, აღნიშნული არსებული ვითარების  გამო, საინვესტიციო გარემოს მაღალი რისკის მატარებლად აფასებენ აქტივობას წყვეტენ.  მოტივაციის შემცირება კი, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება არა მხოლოდ სამშენებლო სექტორზე, არამედ  მთლიანად ეკონომიკაზე, საბანკო სისტემაზე და მათ შორის იწვევს ნეგატიურ ფისკალურ ეფექტსაც.ყველაზე შემაშფოთებელი კი ისაა, რომ საქართველოს მოქალაქე, საკუთარ ქვეყანაში, პოტენციურად დაუცველია ნებისმიერი უცხოელის წინაშე, რომელსაც, თუკი იკადრებს,  შეუძლია წლების განმავლობაში უკანონოდ, პასუხისგების გარეშე დაეპატრონოს და გამოიყენოს მისი საკუთრება.რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების პირობებში, სავარაუდოა მიგრანტთა რაოდენობის გარკვეული ზრდა. შესაბამისად — იზრდება საფრთხე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები უფრო ინტენსიურად შეეცადონ ჩვენი მოქალაქეების უძრავი ქონების უკანონოდ გამოყენებას“, - ნათქვამია განცხადებაში.ორგანიზაციაში აქვთ მოლოდინი, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, საკითხის მაღალი საჯარო ინტერესიდან, კომპლექსურობიდან და  მასშტაბურობიდან გამომდინარე, ყურადღებით მოეკიდება აღნიშნულ პრობლემას და 2023 წელს ინიცირებული კანონპროექტი, სათანადო განხილვების შემდეგ, კანონის სახეს მიიღებს.

1750936797

„მზის ენერგია საქართველოს ელექტროენერგიის სისტემაში" - თიბისი კაპიტალმ...

კონფერენციაზე სპეციალურ სტუმრად მოწვეული იყო სპიკერი სომხეთიდან - ჰაკობ ხოცანიანი, რომელიც კომპანია Shtigen Ventures-ს წარმოადგენს და მზის ენერგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია.თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ბოლო ათი წლის განმავლობაში მზის ენერგიის დადგმული სიმძლავრეები მნიშვნელოვნად გაიზარდა და გლობალურად მზის ენერგიის წილმა განახლებადი ენერგიის წყაროებში 42% შეადგინა. სიმძლავრეების მნიშვნელოვანი ზრდა ტექნოლოგიებზე ფასის შემცირებამ გამოიწვია - 2010 წელთან შედარებით მზის პანელების საშუალო ფასი გლობალურად 89%-ით არის შემცირებული.მზის სადგურებზე მოთხოვნა იზრდება საქართველოშიც, რაც სიმძლავრის აუქციონებსა და პირდაპირ მოლაპარაკებებში კერძო სექტორის აქტიურობით დასტურდება. კვლევა საქართველოში მზის ენერგიის პოტენციალსაც მიმოიხილავს და მიუთითებს, რომ მზის სადგურებისთვის ოპტიმალური ლოკაცია სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლია.თიბისი კაპიტალის გუნდის წევრებმა კონფერენციაზე ის ფაქტორებიც განიხილეს, რომელთა გათვალისწინება მზის ენერგიაში ინვესტირებამდეა აუცილებელი.ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიაც, რომელშიც მონაწილეობდნენ თიბისის, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.მზის ენერგიის შესახებ კონფერენციას კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, დაინტერესებული ინვესტორები ესწრებოდნენ.

1750934274