თბილისის მერია საქართველოს ბანკთან ერთად საერთაშორისო სტუდენტურ ბარათს წარმოადგენს. როგორც ბარათის პრეზენტაციაზე საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა, ბანკი მზადაა ახალი თაობისთვის, სტუდენტებისთვის ახალი შეთავაზებების გასაკეთებლად.

„საქართველოს ბანკისთვის ეს არის უდიდესი პატივი. როცა ვფიქტობთ ბანკზე ეს, რომ არის დეპოზიტი და სესხი. მაგრამ ბევრს გვავიწყდება რომ ჩვენი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის, რომ ვუზრუნველყოთ გადახდები, ვუზრუნველყოთ ეს სისტემები, რასაც ქვია ბარათებით გადახდა და ასე შემდეგ, ასობით მილიონი ლარი დადის უსაფრთხოდ ამ ქვეყანაში.

შესაბამუსად ტექნოლოგიური ნაწილი ჩვენი ამის უზრუნველყოფის არის ის, რომელსაც ვაკეთებთ და ყოველთვის ახალი თაობისთვის, სტუდენტებისთვის, ახალ ახალი შეთავაზებები - ეს არის ის რითაც ჩვენ ვცდილობთ, რომ გაგიმარტივოთ ცხოვრება და უკეთესი და უკეთესი შეთავაზებების მობილიზება მოხდეს“, - აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.