ყაზახეთმა და ჩინეთმა 70-ზე მეტ შეთანხმებასა და კონტრაქტს მოაწერეს ხელი, რომელთა ღირებულება 15 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ხელმოწერა ყაზახეთ-ჩინეთის ბიზნეს საბჭოს შეხვედრის ფარგლებში შედგა. ყაზახეთის პრეზიდენტი ტოკაევი, რომელიც სიტყვით გამოვიდა, აღნიშნა, რომ ჩინეთმა უკვე 27 მილიარდი დოლარი ჩადო ქვეყნის ეკონომიკაში. ყაზახეთში ჩინური კაპიტალის მქონე 6000-ზე მეტი კომპანია მოქმედებს. შეთანხმებები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ენერგეტიკა, დიგიტალიზაცია, მშენებლობა, მეტალურგია, ტელეკომუნიკაციები, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა.

გარდა ამისა, ტოკაევმა აღნიშნა, რომ „ჩინეთი ყაზახეთის საიმედო მეზობელი, ახლო მეგობარი და მარადიული სტრატეგიული პარტნიორია“.

„გასული წლის შედეგებით, ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 44 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს რეკორდული მაჩვენებელია, მაგრამ ჩვენ აქ გაჩერებას არ ვგეგმავთ. ჩვენი მიზანია, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გავზარდოთ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ჩვენს ჩინელ მეგობრებთან ერთად. ამისთვის საჭირო პოტენციალი გვაქვს. სახელმწიფოს მეთაურების დონეზე არსებობს პოლიტიკური ნება და თანამშრომლობის გაძლიერების ორმხრივი სურვილი“, - დასძინა მან.