მამუკელაშვილის ამბავი | ის, ვინც არ ჩერდება - საქართველოს ბანკი საქართ...
შორიდან დავიწყოთ: აშშ-ში
დაიბადა. გაიზარდა
თბილისში, შემდეგ კი იყო
პერიოდი, როდესაც იტალიაში
ცხოვრობდა და 2016 წლიდან,
კვლავ შტატებს დაუბრუნდა,
სადაც მისი მენტორი ზაზა
ფაჩულია გახდა. ზაზას
დახმარებით, სანდრომ სწორი
საკალათბურთო, თუ
ცხოვრებისეული - საჭადრაკო
სვლების გაკეთება
დაიწყო.სანდრო
გეომეტრიულად
პროგრესირებდა. “სეტონ
ჰოლის” შემადგენლობაში
თამაშობდა და ხშირად
ხვდებოდა სიმბოლურ გუნდში,
ამყარებდა პერსონალურ
რეკორდებს, მისდამი
საქებარ სიტყვებს არ
იშურებდნენ გუნდის
მთავარი მწვრთნელი და
ქომაგები, ანალიტიკოსები
ვარაუდობდნენ, რომ “მამუს”
NBA-ში ხანგრძლივი და დიდი
კარიერა ელოდებოდა:
“მამუკელაშვილი უნიკალური
ტალანტია”, - წერდა
გავლენიანი გამოცემა, The Athletic.
რა გასაკვირია, რომ ამ გზამ
საკალათბურთო მექამდე,
NBA-მდე მიიყვანა.2021 წლის
მარტში, სანდრომ "სეტონ
ჰოლში" ბოლო მატჩი ჩაატარა.
"ამ გუნდში მთელი გული
ჩავდე", - ამბობდა
მამუკელაშვილი, როდესაც
გუნდს ემშვიდობებოდა.
არასოდეს დაუმალავს, რომ
მწვრთნელის, კევინ
უილიარდის უზომო მადლიერი
იყო. თანაც, NCAA-ის
სუპერვარსკვლავის რანგში
დაემშვიდობა: BIG EAST-ის
კონფერენციამ ის სეზონის
საუკეთესო მოთამაშედ
დაასახელა. თუმცა წინ მას
უფრო ფართო და დიდი
ასპარეზი ელოდებოდა.2021 წლის
დრაფტზე “ინდიანა
პეისერსმა” აირჩია, რითაც
ხანგრძლივი "მშრალი სერია"
დასრულდა: ფაჩულიას
კარიერის დასრულების
შემდეგ (2019), NBA-ში ქართველი
წარმომადგენელი აღარ
გვყოლია. მალევე,
“ინდიანამ” სანდრო NBA-ის
მოქმედ ჩემპიონ გუნდში,
“მილუოკი ბაქსში” გაუშვა,
სადაც უდიდესი
კონკურენცია დახვდა.
სანდროს ეძლეოდა შანსები,
თუმცა მაინც, დროებით მისი G
ლიგაში გაშვება
გადაწყვიტეს, სადაც
ბრწყინვალე ასპარეზობისა
და თავის გამოჩენის შემდეგ,
დაამტკიცა, რომ მისი ადგილი
NBA-ში იყო.2022 წლის 10 აპრილს,
ისტორია გადაწერა: 28 ქულას, 13
მოხსნასა და 4 პასს მოუყარა
თავი, რითაც მისი მისაბაძი
მაგალითის, ზაზა ფაჩულიას
რეკორდი გადაწერა (ზაზას
რეკორდი 2007 წლის 7 მარტს
ჰქონდა დამყარებული, სადაც
"ვაშინგტონთან" 27 ქულა
ჩაიწერა აქტივში). ასევე,
სანდროს კარიერაში, ეს
პირველი ორმაგი დუბლი
გახლდათ. თუმცა სანდრო
ამაზე არ გაჩერებულა:
მიმდინარე წლის მარტში,
სანდრომ NBA-ის მატჩში “მამუს
შოუ” მოაწყო და 19 წუთში 34
ქულა ჩააგდო, რაც არათუ
ქართველს, არამედ NBA-ში
მოთამაშე არცერთ
კალათბურთელს
გაუკეთებია.აუცილებლად
უნდა გავამახვილოთ
ყურადღება სანდროს
კარიერის იმ პერიოდზე,
როდესაც იგი “სან
ანტონიოში” გადაბარგდა.
არც მეტი, არც ნაკლები - მისი
მწვრთნელი ლეგენდარული
გრეგ პოპოვიჩი გახდა.
“სანდრო ტალანტია,
მოგვწონს მისი თამაში.
იცის, რა - როდის გააკეთოს.
ევროპული სტილით თამაშობს
და აქვს ის, რაც აქაურ
კალათბურთელებს არ აქვთ.
შესანიშნავად მოძრაობს
უბურთოდ, გონიერია,
გამოსდის პასები, სწრაფია -
მასში ყველაფერი მომწონს”,
- ამბობდა NBA-ის ისტორიაში
ყველაზე ტიტულოვანი
მწვრთნელი სანდროს
შესახებ.“სან ანტონიოში”
კარიერის გამორჩეული
მომენტები შექმნა,
გულშემატკივარმაც
შეიყვარა, მაგრამ ფაქტია -
სანდროს პროგრესისთვის
მეტი სათამაშო დრო და
სივრცე სჭირდებოდა. ამ
ზაფხულს, გუნდს
გამოემშვიდობა და
შესაძლებლობისთვის -
გამხდარიყო უკეთესი, დიდი
მადლობა გადაიხადა.წინ
ახალი სეზონია:
მამუკელაშვილი "ტორონტო
რაპტორსში" ითამაშებს.
თუმცა მანამდე, სანდროს
მნიშვნელოვანი გამოცდა
ელოდება. ის, რაც გასულ
ევრობასკეტზე, თურქეთის
ნაკრების წინააღმდეგ
ვიხილეთ - შეუჩერებელი
მამუ, რომელმაც ურთულეს
მატჩში ჩვენს ნაკრებს
ულიდერა, გვსურს, რომ 2025 წლის
ევრობასკეტზეც ვიხილოთ.
მისი შეუპოვარი ხასიათისა
და სურვილის (გახდეს
უკეთესი, გახდეს ლეგენდა)
გათვალისწინებით, წინ
უზომოდ საინტერესო
მატჩები გველოდება.მამუ არ
არ ჩერდება,შენც არ
გაჩერდე, საქართველო.ერთად
ვუგულშემატკივროთ ქართველ
სპორტსმენებს.
საქართველოს ბანკი
საქართველოს ეროვნული
საკალათბურთო ნაკრების
მთავარი სპონსორია.
1755864257