საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 29 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ამასთანავე, დადგენილება არ გავრცელდება სამსახურებსა და მოსამსახურეებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.