„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე პროცესები და ყოფილი დირექტორის, 30%-იანი წილის მფლობელის, ნათია ჯანაშიას ქმედებები მკაფიოდ აჩვენებს იმ მიზანმიმართულ და დესტრუქციულ სქემას, რომლითაც იგი სკოლი სხელში ჩაგდებასა და მიტაცებას ცდილობს. მას შემდეგ, რაც იგი დირექტორობიდან გაათავისუფლეს, მისმა ნაბიჯებმა, ფაქტობრივად, დანაშაულებრივი ხასიათი მიიღო“, - ამის შესახებ აფბას მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

შეგახსენებთ, აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მინორიტარი აქციონერის, ნათია ჯანაშიას მიერ პროვოცირებული გახმაურებული ბიზნესდავის საზოგადოებრივ მონიტორინგს აწარმოებს.

როგორც აფბას მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ნათია ჯანაშია 2024 წელს ოფიციალურად გათავისუფლდა დირექტორის პოსტიდან, მან და მისმა ქმარმა კიდევ მრავალი თვის განმავლობაში განაგრძეს კოლოსალური ხელფასების თავისთვის გამოწერა.

გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გრძელდება გამოძიება ჯანაშიას მენეჯმენტის პერიოდში ლისის კამპუსის მშენებლობისას 4 მილიონი აშშ დოლარის გაფლანგვსა და სხვა მძიმე ფინანსურ დარღვევებზე.

ჯანაშიას ექსტრუქციული ქმედებები განსაკუთრებით მწვავე გამოვლინდა 2026 წლის 13 მარტს გამართულ აკადემიის რიგგარეშე კრებაზე, სადაც განიხილებოდა ახალ კანონთან სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაშიმოყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი სკოლის ინტერესებს ემსახურებოდა, ნათია ჯანაშიას მხარეი უსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესდების მიღების წინააღმდეგ წავიდა, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და  ობსტრუქცია მოაწყო. როდესაც კრების ჩაშლითა და ბლოკირებით სასურველი შედეგი ვერ მიიღო, მისი მხარე რეესტრში პროცესების ხელოვნურად შეჩერებას შეეცადა, რათა სკოლისთვის საბანკო ანგარიშები შეეზღუდა და საოპერაციო საქმიანობის პარალიზება გამოეწვია.

საბოლოოდ ჯანაშიას ეს მცდელობა ჩავარდა და „საქართველოს განათლების ჯგუფმა“ კანონის სრული დაცვით, მიიღო წესდება იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად და აკადემიამაც შეუფერხებლად შეძლო საქმიანობის გაგრძელება“, - აცხადებენ აფბას მონიტორინგის სამსახურში.

ორგანიზაციაში ცალკე აღნიშნავს იმ სარჩელებ, რომელიც ნათია ჯანაშიას ქართულ და ბრიტანულ სასამართლოებში აქვს შეტანილი.

ერთის მხრივ, ნათია ჯანაშია ქართულ მართლმსაჯულების სიტემამიმართავს და თავს როგორც სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დაზარალებული, ისე წარმოაჩენს. ხოლო მეორეს მხრივ, ლონდონის სასამართლოში წარგენილ სარჩელში იგი ღიად და ხაზგასმულად უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს და მოქმედ ხელისუფლებას, რომელსაც ადანაშაულებს კორუფციული რეჟიმის შექმნაში, სასამართლო სისტემაზე უკანონო გავლენების განხორციელებასა და ზეწოლაში და ქვეყნის განვითარების გეზის რუსეთისკენ გადახვევაში.

აფბას მონიტორები აღნიშნავენ, რომ გარდა ზემოთ აღწერილი, ორ ქვეყანაში გაშლილი სამართლებრივი ბრძოლისა, ნათია ჯანაშია  ინვესტორთან დაპირისპირებაში იმდენად შორს მიდის, რომ არაფრად მიაჩნია თუ მისი ნაბიჯები მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე მოახდენს ნეგატიურ გავლენას.

„საზოგადოებისადმი ნათია ჯანაშიას მოწოდებები, საბოტაჟი გამოუცხადონ ინვესტორთან დაკავშირებულ წამყვან ფინანსურ და ფარმაცევტულ ინსტიტუტებს, არ გამოიყენონ მათი პროდუქტები და სერვისები, იმდენად ორგანულად ეწერება, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიურ სქემებში, რომელთა გააქტიურების მოწმეც საზოგადოება პერიოდულად ნათლად ხდება, რომ ძალაუნებურად ჩნდება მოსაზრება, - ხომ არ არის ნათია ჯანაშიას მხრიდან მასშტაბური საბოტაჟისკენ მიმართული ეს მოწოდებები ერთი მთლიანი დამაზიანებელი სქემის გარკვეული კონკრეტული ნაწილი“? - სვამენ კითხვას „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“ და იქვე კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ნათია ჯანაშიას, უარითქვას დეფამაციურ და ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რომელიც აზიანებს როგორც ქვეყანას, ისე სახელმწიფო ინსტიტუტებს, და დაუბრუნდეს ცივილურ, სამართლებრივ ჩარჩოებს.