ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური დაორგანიზაციული მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 7 თვისგანმავლობაში ქართული ღვინო მსოფლიოს 11 ქვეყანაში გამართულ 24 საერთაშორისო გამოფენასა დაფესტივალზე იყო წარმოდგენილი. ღონისძიებებიგაიმართა გერმანიაში, ჩინეთში, საფრანგეთში, იაპონიაში, იტალიაში, სლოვენიაში, საბერძნეთში, აშშ-ში, ავსტრიაში, დიდ ბრიტანეთსა და ბელარუსში.

ამავე პერიოდში, მსოფლიოს 11 ქვეყანაში გაიმართაქართული ღვინის 115 პრეზენტაცია და დეგუსტაცია. ღონისძიებებს გერმანია, ავსტრალია, აშშ, თურქეთი, ნორვეგია, საფრანგეთი, ბელგია, შვეიცარია, სამხრეთკორეა, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთიმასპინძლობდნენ.

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინისპოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ჩატარდა 20 ღონისძიება, მათ შორის -მასტერკლასები, გამოფენები, ფესტივალები, კონკურსები და ფორუმები.

საანგარიშო პერიოდში, უცხოელი ღვინისპროფესიონალების, სავაჭრო სფეროსა და მედიისწარმომადგენლების მონაწილეობით, საქართველოშიღვინის 12 ტური გაიმართა.

ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდისადა ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი მეღვინეობისტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოსგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისსამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოსინიციატივითა და საქართველოს მთავრობისგადაწყვეტილებით, დაწესდა ღვინის ეროვნული დღე, რომელიც ყოველწლიურად 8 მაისს აღინიშნება.

ქართული ღვინის სტრატეგიულ და პრიორიტეტულბაზრებზე სხვადასხვა ფორმატის მარკეტინგულღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოსკონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ. სააგენტოსთვის სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია.