ნათია ჯანაშიას მიერ საკუთარ სოციალურ ქსელში სულ ახლახანს გავრცელებული ინფორმაცია, სადაცის ხსნის საკუთარ პოზიციას, თუ ვის ებრძვის, სხვა არაფერია, თუ არა იმის აღიარება, რომ მისი ქმედებები ქართული ეკონომიკის წინააღმდეგ მიმართული ღია საბოტაჟია”, - ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” - აფბას ანალიტიკურ სამსახურში აცხადებენ. აფბაბრიტანულ-ქართული აკადემიისგარშემო მიმდინარე ბიზნესდავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.

როცა ადასტურებ, რომ დიახ, საკუთარი მერკანტილური მიზნებიდან გამომდინარე, საზოგადოებას მოუწოდებ ბოიკოტი გამოუცხადონ ქართული ეკონომიკის წამყვანი დარგების წამყვან კომპანიებს, რომელთა საერთო კაპიტალიზაციაც 5 მილიარდ ლარს აჭარბებს, რაც ქვეყნის მშპ-ის 4%-ია, ეს ნებსითი, თუ უნებლიე აღიარებაა, რომ ამით ებრძვი ქვეყნის ეკონომიკას და ებრძვი საზოგადოებრივ ინტერესებს. სხვაგვარი ინტერპრეტაცია აქ, უბრალოდ, უადგილოა”, -აბობენ აფბაში.

აფბას ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მსგავსი პირდაპირი აღიარება, ნათია ჯანაშიას მხრიდან, პირველი შემთხვევაა, თუმცა მანამდე, მთელ მის კამპანიას ამოძრავებდა ხელისუფლების წინააღმდეგ წარმოებული აქტივობები

როცა ბიზნეს-დავა გაქვს კონკრეტულ კომპანიასთან ან/და კონკრეტულ პირთან, აბსოლუტურად მისაღებია, რომ მოდავესთან დაკავშირებულ საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოდავესთან დაკავშირებული კომპანიებისა და იქ დასაქმებული ადამიანების დევნა გამოაცხადო. ეს კრიმინალური ორგანიზებული კრიმინალური სამყაროს დამახასიათებელი თვისებაა და სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით ისჯება.

რაც უფრო დრო გადის, მით უფრო შესამჩნევი ხდება ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრის საქციელში ასეთი სახის კრიმინალური ელემენტები - დაშინება, ბულინგი, რეიდერობა, ფიზიკური და სიტყვიერი სახის შეურაცხყოფები. ეს შეიძლება წარსულის გავლენაც იყოს, რაც ქცევის ტრანსფორმაციაში გადადის. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ მათ სასოწარკვეთილ და უპასუხისმგებლო განცხადებებს, რაც მათ მიერ დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომების შედეგია, მაგრამ ამავდროულად ქვეყნის საბოტაჟის საშიშ ელემნტებს შეიცავს.

ნათია ჯანაშიას ბოლო პოსტი მკაფიო მონუმენტია კრიმინალური მენტალიტეტის გამოხატულების. ის, რომ ნათია ჯანაშია, მის მიერ სახელმწიფოს და ხელისუფლების წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლის საჯარო აღიარებამდე მივიდა, დიდად გასაკვირი არცაა, რადგან მანამდე, შეგახსენებთ, ის უჩიოდა ეროვნულ ბანკს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სუს-ს, პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრს, ლონდონში წარდგენილ სარჩელით კი საერთოდ, სრულიად ქართული სასამართლო სისტემისადმი გამოაცხადა უნდობლობა, როცა სარჩელში დააფიქსირა, რომ ლონდონისადმი მისი მიმართვა განაპირობა იმან, რომ მიაჩნდა, რომ მისი საქმეების სამართლებრივ განხილვას საქართველოში პერსპექტივა არ ჰქონდა, რადგან ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ ხელისუფლებას ევროპის გზიდან რუსეთისკენ აქვს გეზი აღებული.

ამ ყოველივეს შემდეგ, ნათია ჯანაშიას მხრიდან იმის განცხადება, რომ ის სახელმწიფოს არ ებრძვის, უბრალოდ ნონსენსია”, - აცხადებენ აფბას ანალიტიკოსები.