პროკრედიტ ბანკს CENN-ის მწვანე ბანაკის „ცირკულარული მომავალი“ მონაწილეები სტუმრობდნენ.

საინფორმაციო ეკო-ტურის ფარგლებში ისინი პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვით პოლიტიკასა და რესურსების ეფექტური მართვის მიდგომებს გაეცნენ.

შეხვედრის ბოლოს კი, ბანკში დანერგილი მდგრადი პროექტები დაათვალიერეს და მეტი გაიგეს იმის შესახებ, თუ როგორ უწყობს ეკოინვესტიციები ხელს გარემოსა და ბიზნესის მდგრად განვითარებას.