საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი კორპორატიული პასუხისმგებლობის მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEE) კატეგორიაში.

Euromoney Awards for Excellence ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიღწეული შედეგებისა და განხორციელებული ინიციატივების საფუძველზე აფასებს.

საერთაშორისო დონეზე, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით წლების განმავლობაში ჯილდოებს იღებდნენ ისეთი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Morgan Stanley, HSBC, BCI. 2025 წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის საუკეთესო ბანკად კი Erste Bank დასახელდა.

წელს, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის რეგიონში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კატეგორიაში საუკეთესო ბანკად საქართველოს ბანკი დასახელდა. ფინანსური ინსტიტუტი Euromoney-ს ჟიურის მიერ რეგიონის წამყვან ბანკებთან ერთად შეფასდა.

გამოცემა ჯილდოს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს ანიჭებს, რომლებიც საზოგადოებისთვის გრძელვადიანი, პოზიტიური გავლენის შექმნასა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ.

საქართველოს ბანკისთვის ადამიანების მხარდაჭერა და მათი პოტენციალის რეალიზებისთვის შესაძლებლობების შექმნა ბიზნესსტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამ მიზნით ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო, სოციალურ, გარემოსდაცვით და მეწარმეობის მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რომელთა ბენეფიციართა რაოდენობა 500 000-ს აჭარბებს.

ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივები ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ფინანსური განათლების ხელშეწყობას, ახალგაზრდებისა და მეწარმეების გაძლიერებას, გარემოსა და კულტურის მხარდაჭერას. ამ ინიციატივების მიზანია, შექმნას გრძელვადიანი შესაძლებლობები, რომლებიც ხელს უწყობს როგორც ადამიანების, ისე ქვეყნის მდგრად განვითარებას.

„Euromoney- მიერ მონიჭებული აღიარება ჩვენთვისგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ინიციატივები და მათიგავლენა საზოგადოებაზე, საერთაშორისო დონეზეცგამორჩეულად ფასდება.

საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ ბიზნესის წარმატებამხოლოდ ფინანსური შედეგებით არ იზომება - ის იმშესაძლებლობებითაც განისაზღვრება, რომელსაცადამიანებისთვის ვქმნით. სწორედ ამიტომ, ჩვენიკორპორატიული პასუხისმგებლობის სტრატეგიაორიენტირებულია ისეთი ინიციატივებისგანხორციელებაზე, რომლებიც ადამიანებს განათლების, პროფესიული განვითარების, მეწარმეობისა და ახალიშესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.

დღეს 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთმხარს. მათ შორისაა საქართველოს ბანკისსტიპენდიების პროგრამა, თანამედროვე ბიბლიოთეკები- იდეათეკები, STEM განათლების მხარდამჭერიპროექტები, ფინანსური განათლების ინიციატივები, გარემოს დაცვის პროგრამები და არაერთი სხვაინიციატივა, რომლებიც ყოველწლიურად ასიათასობითადამიანს აძლევს განვითარების შესაძლებლობას. ჩვენარ ვჩერდებით - მომავალშიც გავაგრძელებთ ისეთიპროექტების შექმნას, რომლებიც ადამიანებს საკუთარიპოტენციალის სრულად რეალიზებაში დაეხმარება", - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკისკორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისმიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, Euromoney Awards for Excellence მსოფლიოს საბანკო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზეპრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოდ მიიჩნევა და უკვე30 წელზე მეტია მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულფინანსურ ინსტიტუტებს ავლენს.