„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე ბიზნესდავა, რომელიც 2024 წელს 70%-იანი წილის მფლობელის — „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ ნათია ჯანაშიამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ინვესტორმა ფინანსური დარღვევების გამო, დირექტორობიდან გაათავისუფლა, ახალ ფაზაში შევიდა.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ (აფბა), რომელიც აღნიშნულ დავაზე საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს, აცხადებს, რომ ჯანაშიას ბოლო ქმედებები და საჯარო მოწოდებები ქართული ეკონომიკის წინააღმდეგ მიმართული ღია საბოტაჟია.

ეკონომიკური საბოტაჟი და საზოგადოებრივი ინტერესების დაზიანება

აფბას ანალიტიკური სამსახურის განცხადებით, ნათია ჯანაშიას მიერ გავრცელებული პოზიცია, სადაც ის საზოგადოებას მოუწოდებს ბოიკოტი გამოუცხადონ 5 მილიარდ ლარზე მეტი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებს, საკუთარი მერკანტილური მიზნებიდან გამომდინარეობს. აღნიშნული კომპანიები ქვეყნის მშპ-ის 4%-ზე მეტს შეადგენენ და მოიცავენ წამყვან საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო, ენერგეტიკულ და საგანმანათლებლო სექტორებს, სადაც ათეულ ათასობით საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული.

აფბაში განმარტავენ, რომ მოდავე მხარესთან დაკავშირებული კომპანიებისა და დასაქმებული ადამიანების დევნა ჯანაშიასა და მისი ქმრის, დავით ცეცხლაძის მხრიდან, სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. ხშირია უკვე დაშინების, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ელემენტები.

ლონდონში გამართული პირველი მოსამზადებელი და საქართველოში გამართული სასამართლო სხდომების შემდეგ, ნათია ჯანაშიას რიტორიკა და განცხადებები კიდევ უფრო არაადეკვატური გახდა. ცხადია, რომ გარდაუვალი დამარცხების პანიკური შიში, აიძულებს ნათია ჯანაშიას ვა-ბანკზე წასვლას.