თუ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი და გსურთ, საკუთარ ოფისში თუ საწარმოში განახლებადი ენერგიის სისტემები გქონდეთ, კომპანია „მზიან ველს“ თქვენთვის საინტერესო შეთავაზება აქვს. შეთავაზებებს შორისაა ფასდაკლება, პროექტირება და მომსახურება.
უფრო დეტალურად, „მზიანი ველის“ შეთავაზება საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებისთვის შემდეგი სახისაა:
- 20%-იან ფასდაკლებას პრემიუმ კატეგორიის Trina Solar-ის მზის პანელებზე;
- მზის ელექტროსადგურის უფასო პროექტირებას;
- 4-წლიან უფასო სერვის გარანტიას და 24/7 ტექნიკურ მხარდაჭერას;
- ცნობისათვის, „მზიანი ველი“ მზის ელექტროსადგურების წამყვანი დეველოპერი კომპანიაა საქართველოში,
რომელიც მაღალი კვალიფიკაციის მქონე გუნდთან ერთად სწრაფად და ეფექტურად ახორციელებს მზის ელექტროსადგურების მშენებლობას. კომპანია მომხმარებელს ეხმარება ენერგოეფექტური მომავლის შექმნაში, რომელიც ზოგავს ხარჯებს და ზრუნავს გარემოზე.
კომპანიის სერვისები და პროდუქტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- მზის ელექტროსადგურების პროექტირება;
- ინსტალაცია;
- სერვისის გარანტია;
- ტექნიკური მხარდაჭერა;
- თანამედროვე მობილური აპლიკაცია მუდმივი მონიტორინგისთვის
- 15-წლიანი გარანტია და 30-წლიანი ექსპლუატაციის ვადა.
„მზის ელექტროსადგურის მეშვეობით თქვენ შეძლებთ დაზოგოთ ენერგია და მნიშვნელოვნად შეამციროთ ხარჯები - 100-კილოვატიანი სადგურით შესაძლებელია საშუალოდ წლიურად 40,000 ლარამდე ელექტროენერგიის ხარჯის განულება“, - აღნიშნავენ „მზიან ველში“.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მსოფლიოში განახლებადი ენერგიის, კერძოდ კი მზის ენერგიის სისტემების დამონტაჟება საკუთარ სახლებსა თუ ოფისებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ზოგ ქვეყანაში ობიექტის მშენებლობას ისე ვერ დაიწყებენ, თუ პროექტში მზის პანელების სისტემის მონტაჟი გათვალისწინებული არ არის. ზოგიერთ ქვეყანაში კი ქუჩების ღამის განათება სწორედ მზის ენერგიის სისტემებიდან მიღებული ელექტროენერგიით ხდება.
მაგალითად, გერმანიის ქალაქი ფრაიბურგში მზის პანელებით აღჭურვილია შენობები და ენერგიის დამოუკიდებელი საცხოვრებელი კვარტლები. ქალაქის ადმინისტრაციული შენობებიც კი მთლიანად მზის ენერგიაზეა დამოკიდებული. იაპონიაში კი მოწყობილია "მზის კუნძულები", წყალში მცურავი მზის პანელები, რომლებიც ტოკიოს რეგიონის ენერგიით უზრუნველყოფენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტროენერგიის გლობალურ წარმოებაში განახლებადი ენერგიის წილმა 2023 წელს 30%-ს გადააჭარბა, 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი 33-35%-ის ფარგლებში იყო.
მზის ელექტროსადგურების მონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს საქართველოშიც. მზის ელექტროსადგურის დანერგვით ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, შეამციროს საოპერაციო ხარჯები, მოიპოვოს ენერგოდამოუკიდებლობა და იზრუნოს ეკოლოგიაზე. განახლებადი ენერგიების მიმართ ინტერესის ზრდას სწორედ აღნიშნული უპირატესობები განაპირობებს. განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა მზის პანელები, რომელიც უკვე საქართველოშიც მარტივად ხელმისაწვდომია.
მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურში ინვესტირება ნიშნავს ცენტრალურ ენერგოსისტემაზე დამოკიდებულების მინიმუმამდე დაყვანას, რაც შეღავათია ბიზნესისთვის, რადგან კომერციული ობიექტების ელექტროენერგიის ტარიფი აღემატება საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ტარიფს. მზის პანელების დეველოპერ კომპანია „მზიან ველში“ განმარტავენ, რომ ბიზნესის მხრიდან განახლებადი ენერგიის მიმართ ინტერესის ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ ეს არის.