საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.

„ძვირფასო მგზავრებო! 2025 წლის 8 თებერვლიდან დანიშნული (და მომდევნო რიცხვების) თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (№870/869) მატარებლის ბილეთების ონლაინ რეჟიმში შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: gr.com.ge 

აღნიშნულ მისამართზე ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თბილისი-ფოთი-თბილისი (№874/873) მატარებლის ბილეთები“ – ნათქვამია განცხადებაში.