ჩვენ წავაწყდით დიდ წინააღმდეგობას ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის რეალიზაციის დროს. ახლა შემიძლია ამის მოყოლა, განსაკუთრებით ამის წინააღმდეგი აშშ იყო, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

ამასთან, ალიევის თქმით, საქართველოს მაშინდელ მმართველებზე აშშ-ისგან ძალიან სერიოზული ზეწოლა ხორციელდებოდა, რომ მათ თანხმობა არ გაეცათ.

„ჩვენ წავაწყდით დიდ წინააღმდეგობას ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის რეალიზაციის დროს. ახლა შემიძლია ამის მოყოლა. განსაკუთრებით ამის წინააღმდეგი აშშ იყო, მიზეზი კი მათი პროსომხური პოლიტიკა გახლდათ, რადგან მიიჩნეოდა, რომ ეს პროექტი გვერდით ტოვებდა სომხეთს. სწორედ ამიტომ საქართველოს მაშინდელ მმართველებზე ამერიკის სახელმწიფოს მიერ ძალიან სერიოზული ზეწოლა ხორციელდებოდა, რომ მათ არ მოეცათ ამაზე თანხმობა. ჩვენ რამდენიმე წელი ვაწარმოებდით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს და ბოლოს შევძელით შეთანხმება“, – განაცხადა ალიევმა.