სადაც შემოდის Emaar ჯგუფი, იქ ტურისტების რაოდენობა უპრეცედენტოდ იზრდება, ვინაიდან ძალიან მიმზიდველი ხდება ეს ქვეყნები ტურისტებისთვის, - განუცხადა „ქრონიკას“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა გიორგი ბარვენაშვილმა 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე.
მისი თქმით, ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა.
„რას მოგცემს? მოგვცემს ეს ჩვენ ათი ათასზე მეტი მუშა ხელის დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოგვცემს სხვადასხვა უფრო მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის პირველი ყინულმჭრელი საქართველოში დიდი ინვესტიციების. ეს ფლაგმანი იქნება Emaar ჯგუფი, რომელიც თავისთავად გამოიწვევს არა მხოლოდ არაბეთის ქვეყნებიდან, არამედ სხვადასხვა ჩვენი მეზობელი და იგივე ოკეანის გაღმა ქვეყნებიდან დიდ ინვესტიციებს.
სადაც შემოდის Emaar ჯგუფი, იქ ტურისტების რაოდენობა უპრეცედენტოდ იზრდება, ვინაიდან ძალიან მიმზიდველი ხდება ეს ქვეყნები ტურისტებისთვის“, - აღნიშნა გიორგი ბარვენაშვილმა.
Emaar-ჯგუფის ინვესტიციით, მსხვილი დეველოპერული პროექტები თბილისსა და გონიოში განხორციელდება.