საქართველოს პარლამენტმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩია. გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე ჭეიშვილის კანდიდატურა  ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.

აღნიშნულ თანამდებობაზე თორნიკე ჭეიშვილმა მაია ბითაძე შეცვალა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით კულტურის მინისტრად დაინიშნა.