VELI.store ყოველთვის უამრავ სიახლეს გთავაზობს და ცდილობს წამყვანი ბრენდების პროდუქცია თუ ყოველდღიური საჭიროების ნივთები, კიდევ უფრო, ხელმისაწვდომი გახადოს თითოეული მომხმარებლისთვის. ამასთანავე, ველი სხვადასხვა კომპანიასთან კოლაბორაციით განაგრძობს შეთავაზებებს და ამჯერად თიბისისთან ერთად კიდევ ერთ აქციას გთავაზობს.
30 იანვარს გადაიხადე ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით VELI.store-ის აპლიკაციაში ან ონლაინ საიტზე და დაიბრუნე გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი მომენტალურად. ხოლო ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით გადახდისას მაქსიმუმ 150 ლარი.
აქციაში მონაწილეობის მისაღებად, დაამატე თიბისის ბარათი აპლიკაციაში ან ონლაინ საიტზე და გადაიხადე თიბისის გადახდის არხით. შეთავაზება ვრცელდება სრულ პროდუქციაზე. ხოლო, დაბრუნებული თანხა ერთგულის ყულაბაში დაგერიცხება, საიდანაც მის გადატანას ნებისმიერ ანგარიშზე შეძლებ.
შეარჩიე სასურველი ნივთები ნებისმიერ კატეგორიაში და გადაიხადე ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით.
გამორჩეული ხარისხის სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები
VELI.store-ზე წარმოდგენილია სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებების უდიდესი არჩევანი საქართველოში, რომელიც 400-მდე ბრენდსა და 15 000-ზე მეტ უნიკალურ პროდუქტს აერთიანებს. აქ შეგიძლია შეიძინო პროდუქტები, რომლებიც ხშირად მხოლოდ ველის ციფრულ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
ველის ციფრულ თაროებზე შეგიძლია შეარჩიო წამყვანი მწარმოებლების ექსკლუზიური პროდუქტები, რომლებიც ინოვაციური ფორმულებით იქმნება ინდივიდუალური საჭიროებებისთვის. პროდუქტები, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლეს და ყველაზე გამოცდილი მომხმარებლებისა თუ სილამაზის ინდუსტრიის ექსპერტების ნდობა დაიმსახურეს.
აქ ასევე, უამრავი საჭირო კატეგორია შეგიძლია იპოვო. შეარჩიო ყველაზე ტრენდული პროდუქცია პრემიუმ პროდუქტების კატეგორიაში ან შეიძინო საუკეთესო სუნამოები, დახვეწილი გემოვნების ადამიანებისთვის, ველის ციფრულ თაროებზე განთავსებული ნიშ პარფიუმერიის კოლექციიდან.
გარდა ამისა, VELI.store მომხმარებლებს სთავაზობს ისეთი ბრენდების ფართო არჩევანს, რომლებიც გარემოზე და ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნავენ. ეს მიდგომა საშუალებას გაძლევს, შენს სილამაზეზე სრულყოფილად იზრუნო და ამავდროულად დაიცვა შენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებები. თუ შენი პრიორიტეტიც ცხოველებზე ზრუნვა და გარემოზე ზიანის შემცირებაა, ველიზე შეგიძლია აღმოაჩინო სილამაზის პროდუქტები, რომლებიც ცხოველებზე არ იტესტება.
სამზარეულოს თანამედროვე ტექნიკა კულინარიული იდეების რეალიზებისთვის
თანამედროვე სამზარეულოს ტექნიკა არამხოლოდ საკვების მომზადების პროცესს ამარტივებს, არამედ ახალი კულინარიული იდეების რეალიზებაშიც გეხმარება. ინოვაციური გაჯეტები საშუალებას გაძლევს უფრო კრეატიული იყო და საკვები ახალი რეცეპტებით მოამზადო.
თითოეული ადამიანის სამზარეულო, დროთა განმავლობაში, სულ უფრო მეტად მდიდრდება და ივსება ინოვაციური მოწყობილობებით. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნივთია აეროგრილი, რომელიც საშუალებას გაძლევს ჯანსაღი და გემრიელი კერძები ცხიმის გარეშე მოამზადო. გარდა ამისა, ველიზე შეგიძლია შეიძინო ნივთები სამზარეულოს კომბაინები ან ნივთები პასტას მოსამზადებლად და აღჭურვო შენი სამზარეულო საჭირო ტექნიკით.
ხოლო, იმისთვის, რომ ახალი დღე ენერგიულად დაიწყო, გემრიელი საუზმე გჭირდება. VELI.store-ზე შეგიძლია დახვეწილი დიზაინის ტოსტერები და ყავის აპარატები შეარჩიო. ასევე, ნებისმიერ სიტუაციაში გემრიელი ბლინები საუკეთესო განწყობას შეგიქმნის, რომლის მარტივად მომზადებაშიც ბლინის აპარატი დაგეხმარება.
დახვეწილი დიზაინის ავეჯი და აქსესუარები სახლისთვის
VELI.store-მა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სახლის კატეგორიის განვითარებაში განსაკუთრებული ძალისხმევა ჩადო და კიდევ უფრო გააფართოვა პროდუქციის არჩევანი. ამჟამად, ველის სახლი & ეზოს კატეგორია 300-მდე ბრენდს აერთიანებს, რომელთა შორის მომხმარებლის რჩეული და ყველაზე გაყიდვადი ბრენდებია: Yamazaki, WOOOD, Karaca, Koopman, Atmosphera, Stelton, OXO, Tescoma, Mica Decorations, Ardesto, Marcato, Lodge და სხვა.
სახლში, რომელიც შენი კომფორტის ზონაა ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა. გემოვნებიანი და დახვეწილი ავეჯი კი სწორედ ის ელემენტია, რომელიც შენს სივრცეს უნიკალურ ხასიათს სძენს. ველიზე შეგიძლია მარტივად შეარჩიო როგორც რბილი ავეჯი, ასევე შეიძინო კომოდი და ტუმბო ან ორგანაიზერები სხვადასხვა ნივთების მოსაწესრიგებლად.
ამასთანავე, სათანადო განათება ინტერიერის აღქმას ცვლის და განწყობას გამოხატავს. სანათების სხვადასხვა ტიპის - ჭერის, კედლის თუ მაგიდის სანათების ჰარმონიული განლაგება საშუალებას გაძლევს ინდივიდუალური და კრეატიული ინტერიერი შექმნა. ხოლო დეკორატიული სანათები ხშირად თავად ხვდებიან ოთახის ფოკუსში.
საინტერესო იქნება მცირე აქსესუარების გამოყენება – ლარნაკები თუ სასანთლეები და სანთლები ან სხვა დეკორატიული ობიექტები საშუალებას იძლევა გამოხატო ხასიათი და უნიკალური ატმოსფერო შექმნა. ეს ნივთები შეიძლება იყოს როგორც ფუნქციური, ისე წმინდა დეკორატიული დანიშნულების.
ისარგებლე VELI.store-ისა და თიბისის აქციით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით ანგარიშსწორებისას. შეიძინე ყველაფერი ერთ სივრცეში და მიიღე შენაძენი შენს კართან ადგილზე უფასო მიწოდებით, დროის სასურველ მონაკვეთში.