ამერიკელი პროფესორი ჯეფრი საქსი უნგრეთის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობს. როგორც მან მედიასთან განაცხადა, კონფერენციაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენები განიხილება.

"მიხარია ამ ღონისძიებაზე დასწრება, რომელიც მსოფლიოს ცენტრალური ბანკების ლიდერების შესანიშნავი შეხვედრაა. დისკუსიები მნიშვნელოვან თემებს მოიცავს. მიხარია საქართველოს ცენტრალური ბანკის ლიდერთან ერთად აქ ყოფნა. მასთან შესანიშნავი საუბარი მქონდა. მოუთმენლად ველი თბილისში რაც შეიძლება მალე ჩასვლას, რადგან ყოველთვის, როცა იქ ვარ, ძალიან კარგად მმასპინძლობენ.

კონფერენციაზე ვსაუბრობთ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მოვლენებზე - საქართველოს როლზე, როგორც შუა დერეფნის ქვეყნის, მშვიდობაზე, ასევე ვისუბრეთ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე, თანამშრომლობაზე, ეკონომიკურ ინვესტიციებზე, ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე. ესაა ამ შესანიშნავი თავყრილობის მთავარი მიზანი", - აცხადებს ჯეფრი საქსი.