გალტ & თაგარტის 20–24 იანვრის კვირის მიმოხილვის თანახმად, წინა კვირასთან შედარებით, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა. წინა თვესთან მიმართებით კი 1,5%–იან მინუსში მხოლოდ საქართველოს ბანკის ჯგუფი გავიდა.
კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 46.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.65% წინა კვირასთან შედარებით და -1.49% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 253 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.25 - 47.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 49 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 32.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.23% წინა კვირასთან შედარებით და +1.75% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 420 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.55 - 32.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 61 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 12.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.84% წინა კვირასთან შედარებით და +2.21% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 440 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.70 - 12.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 74 ათასი აქცია შეადგინა.