საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „იშბანკი საქართველო" 25 000 ლარით დააჯარიმა.

სებ-ის ვებგვერდზე 27 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბანკის დაჯარიმების მიზეზი შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 5 შემთხვევა გახდა.

აღსანიშნავია, რომ წელს ეს სებ-ის მიერ ბანკის დაჯარიმების მესამე შემთხვევაა - აქამდე დაჯარიმდნენ "პეისერა ბანკი " და "ზირაათ ბანკი".

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა AML/CFT ზედამხედველობის ფარგლებში 2024 წელს მხოლოდ 2 ბანკი დააჯარიმა. შესაბამისად, წელს, მხოლოდ იანვარში მეტ კომერციულ ბანკს დაეკისრა სანქცია, ვიდრე გასულ წელს ჯამურად.