სელფი მობაილი აგრძელებს ქსელის უწყვეტ განვითარებასა და განახლებას, რომ ჩვენს მომხმარებელს მთელს საქართველოში კიდევ უფრო გაუმჯობესებული გამოცდილება შევთავაზოთ.
მხოლოდ დეკემბრის თვეში 11 ახალი სადგური აღიმართა და ამ გაფართოებამ მოიცვა არაერთი რეგიონი: ზღვისპირა, მთიანი და დედაქალაქი.
თბილისში ბოლო ერთ თვეში ახალი სიხშირის აქტივაციის შედეგად, მომხმარებლებისთვის საგრძნობლად გაუმჯობესდა მობილური ინტერნეტის ხარისხი, ყოველდღიურ გამოყენებაში:
- ინტერნეტის საშუალო სიჩქარე გაიზარდა 30%-ით
- კავშირი გახდა ბევრად უფრო სტაბილური
- თითქმის 30%-ით შემცირდა დაყოვნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ბევრად უფრო სწრაფად ხდება ატვირთვა/ჩამოტვირთვა და დაკავშირება.
ეს განახლებები აისახება ისეთ ყოველდღიურ აქტივობებზე, როგორებიცაა ვებგვერდების დათვალიერება, ვიდეოზარები, ონლაინ სტრიმინგი, გეიმინგი და სხვ.
სელფი მობაილისთვის ქსელის განვითარებაზე ზრუნვა უპირატესია, მომხმარებლების გამოცდილების შემდგომი გაუმჯობესებისთვის.












