მსოფლიო გიგანტებთან მოლაპარაკებებია ერთი მნიშვნელოვანი გზა, - განუცხადა ჟურნალისტებს ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, ერთ-ერთი გზა არის საბანკო სექტორი და კრედიტების გაიაფება.
„ასევე, უფრო მიზანმიმართული სუბსიდიები, რასაც ჩვენი სოფლის განვითარების სააგენტო ისედაც აკეთებს.
ვფიქრობ, მთავრობა ძიებაშია. იმიტომაც შექმნა ერთი კომიტეტი, მეორე კომიტეტი. ბიზნესსაც იმიტომ იწვევს, რომ ძიებაშია რომელ გზას დაადგეს, რომელია უფრო ოპტიმალური“, - აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებს შეხვდა. შეხვედრა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატით გაიმართა.












