ახალი ამბები

სხვა სიახლეები
ღონისძიების გაუქმების/გადადების შემთხვევაში tkt.ge-ს და biletebi.ge-ს...

საქმის შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ კონკრეტული ღონისძიების გაუქმების დროს,  მომხმარებლებმა მხოლოდ ბილეთის საფასური დაიბრუნეს, პლატფორმის მომსახურების საკომისიოს გამოკლებით. გამომდინარე იქიდან, რომ თანხის ჯამური გადახდა ხორციელდება ერთ პლატფორმაზე, ერთი ტრანზაქციის ფარგლებში - ორივე ქმედება ურთიერთდაკავშირებულია და მათი ცალ-ცალკე განხილვა ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობის ბალანსის დარღვევაა, რადგან თუ მომხმარებელი მომსახურების საკომისიოს არ გადაიხდის, ბილეთს ვერ შეიძენს და შესაბამისად ღონისძიებასაც ვერ დასწრება.სააგენტო განმარტავს, რომ მომხმარებელი არ უნდა დაზარალდეს ღონისძიების გაუქმების ან გადადების გამო, რომელიც მის კონტროლს მიღმა მოხდა. კერძოდ, თუ ღონისძიება ორგანიზატორის ინიციატივით გაუქმდა, ორგანიზატორმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. შესაბამისად, GCCA-ს პოზიციით, მომხმარებლებმა, რომლებიც www.biletebi.ge-სა და www.tkt.ge-ზე შეიძინეს ბილეთები, ღონისძიების გაუქმების/გადადების შემთხვევაში, უნდა მიიღონ ბილეთში გადახდილი თანხა სრულად, მათ შორის, საიტის მომსახურების საკომისიოც. აღნიშნული გადაწყვეტილება დაეფუძნა როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე ევროკავშირის შესაბამის დირექტივებსა და საერთაშორისო პრაქტიკას.აღნიშნული ორი საქმის შესწავლის ფარგლებში, GCCA-ის მიერ დადგინდა - ღონისძიების გაუქმების, გადადების შემთხვევაში თანხის სრულად დაბრუნების სტანდარტი.  სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებს დაევალათ - ერთი თვის ვადაში,  მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამონ.

1752652914

ფიზიკის აუდიოკონსპექტები უკვე ხელმისაწვდომია – საქართველოს ბანკის და ხ...

ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მოუსმინონ სპეციალურად მათთვის მომზადებულ მოკლე აუდიოკონსპექტებს, რომლებიც სხვადასხვა საგამოცდო საგანში ძირითადი თემების განმტკიცებაში დაეხმარებათ.ახლახან აუდიოკონსპექტებს ფიზიკაც დაემატა.მასალებზე წვდომა მარტივია: აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა აუდიოლექციებს პირდაპირ SoundCloud-ზე მოუსმინონ, ან დაასკანერონ ქალაქის მასშტაბით მეტროს ბაქნებსა და ავტობუსის გაჩერებებზე განთავსებული QR კოდები.წარმატებებს გისურვებთ გამოცდებზე და გახსოვდეთ, განათლების გზაზე არ გაჩერდეთ. 

1752651600

საქართველოსა და კორეის ცენტრალურ ბანკებს შორის უნაღდო გადახდების განვი...

2024 წელს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ნათია თურნავამ შეხვედრა გამართა კორეის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან, ასევე ხელი მოეწერა სებ-სა და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტს (Korea Financial Telecommunications and Clearings Institute – KFTC) შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, პირველ ეტაპზე დაიგეგმა უნაღდო ანგარიშსწორების პროექტის განხორციელება. ამ  მიზნით, საქართველოს ეწვია კორეის ცენტრალური ბანკის და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტის (Korea Financial Telecommunications and Clearings Institute – KFTC) წარმომადგენლობითი დელეგაცია.ვიზიტის საწყის ეტაპზე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ოფიციალურად გაფორმდა აღნიშნულ პროექტში პარტნიორობა.საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ.როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსთვის უნაღდო ანგარიშსწორების განვითარება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ახლა მიმდინარეობს დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS)  განახლების და მყისიერი გადახდების სისტემების დანერგვის პროექტი. მისი შეფასებით, რეგიონალურ მსხვილ ცენტრალურ ბანკებთან თანამშრომლობა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია.აღსანიშნავია, რომ საქართველო არის პირველი არა აზიური ქვეყანა რომელთანაც კორეის ცენტრალური ბანკი და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტი  უნაღდო გადახდების განვითარების კუთხით თანამშრომლობს.პროექტი ეფუძნება კორეის ცენტრალური ბანკის წარმატებულ პრაქტიკასა და საერთაშორისო გამოცდილებას გადახდების მოდერნიზაციის მიმართულებით. მისი ძირითადი ამოცანაა ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერა, მომხმარებელთა ქცევისა და ინფრასტრუქტურული გამოწვევების ანალიზი და ფინანსური ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა, განსაკუთრებით რეგიონებში.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საბანკო და ფინტექ ასოციაციებთან, კომერციულ ბანკებთან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან და ფინტექ კომპანიებთან.პროექტის მომდევნო ეტაპებზე გათვალისწინებულია დეტალური ანალიზისა და შეფასების ჩატარება, რომელთა საფუძველზეც შემუშავდება რეკომენდაციები შესაბამისი პოლიტიკის, რეგულაციების და ტექნოლოგიური განვითარებისთვის.აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გადახდების სისტემის განვითარებაში, გააუმჯობესებს ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობას, გააძლიერებს გამჭვირვალობას და ხელს შეუწყობს საგადახდო ეკოსისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას.

1752594240

გამოცდამდე მოუსმინე ბიოლოგიის აუდიოკონსპექტებს - საქართველოს ბანკისა დ...

ინიციატივის მიზანია, აბიტურიენტებს მისცეს შესაძლებლობა, მოუსმინონ მოკლე აუდიოკონსპექტებს, რომლებიც გამოცდებისთვის მასალის გადამეორებაში დაეხმარებათ.აუდიოკონსპექტებზე წვდომის მიღება ახალგაზრდებს პირდაპირ Soundcloud-ზე ან QR კოდის დასკანერების შედეგად შეუძლიათ, რომელიც მეტროს ბაქნებსა და ავტობუსის გაჩერებებზე არის განთავსებული.ახლახან აღნიშნულ სერიას ბიოლოგიის აუდიოკონსპექტებიც დაემატა. ეტაპობრივად კი სხვა საგნებიც გახდება ხელმისაწვდომი.წარმატებებს გისურვებთ გამოცდებზე და არ დაგავიწყდეთ, განათლების გზაზე არ გაჩერდეთ!

1752591308

ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობა 12.2%-ით გაიზარდა და 315.5 მლნ აშშ...

ამავე ინფორმაციით, 6 თვეში გადმორიცხულია 1,715.1 მლნ აშშ დოლარი.სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით, ირკვევა რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.4%-ს შეადგენს, შესაბამისი 140.2 მლნ აშშ დოლარით. წლიური ზრდის ტემპი კი 17.3%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, ივნისში, აშშ-დან 23.0%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 58.7 მლნ აშშ დოლარი შეადგენა.კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან. კერძოდ, ივნისში წლიურად 15.9%-ით შემცირდა და 41.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.ცნობისთვის, 2025 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 34.3 მლნ აშშ დოლარი (93.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ივნისის (28.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.8% მეტია.

1752587430

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა და ნავთობისა და გაზის კო...

ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა. „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდა - პირადი განცხადებების საფუძველზე, თანამდებობები დატოვეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა და გასულ კვირას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსმა.ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტს ალექსანდრე სოხაძე უხელმძღვანელებს, ხოლო ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) გენერალურ დირექტორად თორნიკე ყაზარაშვილი დაინიშნა“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება 9 ივლისს შეუწყდა. ალექსი ახვლედიანი 7 ივლისს დააკავეს. ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით კლინიკაში მოათავსეს, შემთხვევა საგარეჯოში, ახვლედიანის სახლში მოხდა. ახვლედიანს აღკვეთის სახით გირაო შეეფარდა.

1752586500