რუსეთის ბრენდის (კონიაკის), სპირტიანი სასმელებისა და ალკოჰოლის მწარმოებელთა კავშირმა და კონტრაფაქციის საწინააღმდეგო ასოციაციამ რუსეთის ბაზარზე კონიაკის ხარისხის კვლევა ჩაატარეს.

„კომერსანტის“ ცნობით, შედეგებმა აჩვენა, რომ სომხეთიდან შემოტანილი კონიაკის 85% არ აკმაყოფილებს რუსეთში დადგენილ სტანდარტებს.

„წინა კვლევების თანახმად, აღებული სომხური (ბრენდის) კონიაკის დარღვევების წილი 2024 წლის აგვისტოში 90% იყო, 2025 წლის მაისში სასაზღვრო კონტროლის გაზრდის გამო 80%-მდე შემცირდა, თუმცა ბოლო შემოწმების შედეგების თანახმად, ის კვლავ 85%-მდე გაიზარდა“, - ციტირებს გამოცემა გაერთიანების სიტყვებს.

კვლევისთვის შეირჩა სომხეთის რვა უდიდესი მწარმოებლის ბრენდის (კონიაკის) 71 ნიმუში.