საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების მხარდასაჭერად, ხანის აკადემიასთან ერთად, კამპანია „გამოცდები 2025“ დაიწყო.

ინიციატივის მიზანია, აბიტურიენტებს მისცეს შესაძლებლობა, მოუსმინონ მოკლე აუდიოკონსპექტებს, რომლებიც გამოცდებისთვის მასალის გადამეორებაში დაეხმარებათ.

აუდიოკონსპექტებზე წვდომის მიღება ახალგაზრდებს პირდაპირ Soundcloud-ზე ან QR კოდის დასკანერების შედეგად შეუძლიათ, რომელიც მეტროს ბაქნებსა და ავტობუსის გაჩერებებზე არის განთავსებული.

ახლახან აღნიშნულ სერიას ბიოლოგიის აუდიოკონსპექტებიც დაემატა. ეტაპობრივად კი სხვა საგნებიც გახდება ხელმისაწვდომი.

წარმატებებს გისურვებ გამოცდებზე და არ დაგავიწყდეთ, განათლების გზაზე არ გაჩერდეთ!