„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში 2025 წლის საუკეთესო ათეული დასახელდა. კონკურსის მიზანი იმ გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენა და დაფასებაა, რომლებიც განათლების სფეროში პოზიტიურ ცვლილებას ქმნიან.

წლევანდელი მასწავლებლების საუკეთესო ათეულის წევრები გახდნენ:

• დავით ბადალაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ვაჟა-ფშაველას სახელობის სოფელ, დიდი თონეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და ისტორიის მასწავლებელი;

• ელენე ბეთლემიშვილი, გორის N3 და N8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;

• რუსუდან გონაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

• გიორგი კვიკვინია, თბილისის თანამედროვე განათლების აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებელი;

• ნესტან კუბლაშვილი, თბილისის N172 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

• მაია ლაპიაშვილი, დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;

• თამუნა მაჭარაშვილი, თბილისის გრიგოლ კობახიძის სახელობის N77 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;

• შალვა მინდაძე, თბილისის N70 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;

• ხათუნა ყოჩაშვილი, რუსთავის, ჟიული შარტავას სახელობის N4 და რუსთავის N15 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;

• ჟანა ხაჩატურიანი, ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის „მე და საზოგადოების“, სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი.

კონკურსის შემდეგ ეტაპზე, 5 სექტემბერს, ხუთი ფინალისტი დასახელდება, რომელთაგან ერთ-ერთი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გამარჯვებულს კონკურსის გენერალური სპონსორისგან — „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან“ 15 000 ლარი გადაეცემა. ფინალისტებს კი 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკი დააჯილდოვებს.

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 142 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან საუკეთესო ათეული განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან:

• გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი;

• მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი;

• ოქროს სპონსორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

• მხარდამჭერი და სპონსორი –კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC);

• მხარდამჭერები – EPAM Georgia და ალტე უნივერსიტეტი.