მსოფლიოს ავიაკომპანიებმა Air India-ს ავიაკომპანიის Boeing-ის ჩამოვარდნის შემდეგ თავიანთ თვითმფრინავებზე საწვავის გადამრთველის მექანიზმების შემოწმება დაიწყეს.
ამის შესახებ Reuters იტყობინება.
მათი ინფორმაციით, საწვავის მიწოდების გადამრთველების ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება ჩატარდება ავსტრალიური Qantas Airways-ის, იაპონური All Nippon Airways (ANA) და Japan Airlines (JAL), კორეული Korean Air-ის და სინგაპურის Singapore Airlines-ის თვითმფრინავებზე.
შეერთებული შტატების ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) შესაბამისი რეკომენდაცია გასცა მექანიზმის შემოწმების შესახებ 2018 წელს.
ადრე, ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა დირექტორატმა გამოაცხადა ინდური ავიაკომპანიების მიერ ექსპლუატირებულ Boeing-ის თვითმფრინავებზე საწვავის გადამრთველის დაბლოკვის მექანიზმების შემოწმების დაწყების შესახებ. როგორც Reuters-ს წყარომ განუცხადა, Air India-მ უკვე შეამოწმა Boeing 787-ის ნახევარი და თითქმის ყველა Boeing 737, ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არ გამოვლენილა.