Spotlight 2025 იწყება! ღონისძიება 20-21 დეკემბერს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში” გაიმართება. წელსაც, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ინსპირაციული შეხვედრების სერია საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ სპიკერების შთამაგონებელ ისტორიებს, დაესწრონ მასტერკლასებს და პანელურ დისკუსიებს.
Spotlight-ის პროგრამის, სპიკერებისა და მათი გამოსვლების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე: biletebi.ge და tkt.ge
Biletebi.ge-ს პლატფორმაზე ბილეთის შეძენისას, საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. გადახდა უნდა განხორციელდეს საქართველოს ბანკის გადახდის არხით.













